იდი ამინ ადა – “უგანდელი ჯოჯოხეთის მოციქული”
იდი ამინ ადა (1928-2003 წლები) – წარმოადგენდა უგანდის “სამუდამო პრეზიდენტს” 1971-1979 წლებში,აფრიკის ყველაზე სასტიკ,მკაცრ და ტოტალური რეჟიმის დამაარსებელს,რომლის მმართველობას სხვადასხვა მონაცემების თანახმად 300 ათასიდან – 500 ათას ადამიანამდე შეეწირა.მათ შორის 2000 ადამიანი თავად გამოასალმა სიცოცხლეს.იგი სარგებლობდა შემდეგი ტიტულით: “მისი აღმატებულება სამუდამო პრეზიდენტი,ფედმარშალი ალ ჰაჯი დოქტორ იდი ამინი,VS,DSO,MC,მბრძანებელი ყველა ცხოველისა ხმელეთზე და თევზებზე ზღვაში,დამპყრობი დიდი ბრიტანეთის იმპერიისა აფრიკაში და კერძოდ უგანდაში,კავალერი ვიქტორიის ჯვრისა,სამხედრო ჯვრისა და სამხედრო მამაცობისა”. (ავტორი გენია.ჯი) იდი ამინ ადას ჯარში მსახურობის დროს – “დადა” შეარქვეს,რაც თარგმანით აღნიშნავს “დას”.ეს სახელი მას უწოდეს იმის გამო,რომ ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მეძავ მანდილოსნებთან,რომლებიც მას სამხედრო ნაწილთან ხშირად აკითხავდნენ.ამ მანდილოსნებს კი იგი მოიხსენიებდა,როგორც საკუთარ დებს.ამის გამო,ყველა ქალბატონს,რომლებიც სამხედრო ნაწილებთან გამოჩნდებოდნენ,სამხედროები ირონიით “იდი ამინის დებს” უწოდებდნენ.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,იდი ამინმა ჩამოაყალიბა “ფულის გამომუშავების” უსასტიკესი და არაადამინური მეთოდები.მის “ჯალათებს” შეეძლოთ დაეკავებინათ და მოეკლათ კიდეც ნებისმერი ადამიანი.მათ ამისათვის არავინ დასჯიდა.რაც ყველაზე ცინიკურია,გახლავთ ის,რომ ოჯახები,რომლებიც ისედაც გააუბედურა იდი ამინის რეჟიმმა,საკუთარი ნაწამები და მოკლული ახლობლების ცხედრების გამოსასყიდად (“უგანდის სახელმწიფოსგან”),ვალდებული იყვნენ გადაეხადათ სპეციალურად ამ მიზნისათვის დაწესებელი თანხები.”კულტი წინაპრებისა” ამ ქვეყანაში ძლიერ გამჯდარია ყველა უგანდელის გონებაში.ამიტომ გარდაცვლილის სანათესაო კრეფდა თანხებს და იხდიდა კიდეც.(ავტორი გენია.ჯი) ზემოთ აღნიშნული საზარელი ფაქტების შედეგად ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იქნა სიცოცხლეს გამოსალმებული.მმართველობის პერიოდში “უგანდელმა ჯოჯოხეთის მოციქულმა” – იდი ამინ ადამ,ხუთი ცოლი (მმართველობის შემდეგ კიდევ ორი) გამოიცვალა,ხოლო “საყვარელთა” რაოდენობა მრავალ ათეულს ითვლიდა.მეოთხე ცოლის შერთვისას გამოვიდა რადიოთი და ოფიციალურად გამოაცხადა,რომ წინა სამ ცოლს სცილდებოდა.ამის შემდგომ დიქტატორის ყოფილი ცოლები სადისტურად იქნენ დახოცილები.ერთ-ერთი მის მიერ მოკლული ცოლის – კეი ანდროას “გახრწნილი ცხედარი”,გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ იქნა აღმოჩენილი,ავტომანქანის საბარგულში.მისი შემდგომი მეუღლებიდან ცნობილია ასევე მუსულმანი ქალი სახელად – მალია-მუ პუტესის სახელი,რომელიც დააკავეს “ქსოვილების უკანონო ვაჭრობისათვის – კენიის სახელმწიფოსთან”.სასამართლოში თანხის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.თუმცა საშინელ ხვედრს ვერც ის გადაურჩა.მას “ავტოკატასროფა მოუწყვეს”,მაგრამ იდი ამინის სამწუხაროდ მალია-მუ-პუტესი გადარჩა და ქვეყნიდან გაქცევაც მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი) დიქტატორი ამ ფაქტებს იდენდა საკუთარი მეუღლეების მიმართ,რომელთაგან მას შვილები ჰყავდა და შესაბამისად ისინი მისი შვილების დედები გახლდნენ და ალბათ ყველასათვის ცხადი შეიქნება თუ როგორ მოეპყრობოდა სხვა ადამიანებს,მაშინ როდესაც არ ზოგავდა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი.1980 წლის მონაცემებით იდი ამინს 36 ვაჟი და 14 ქალიშვილი ჰყავდა (აქ ითვლება მისი,როგორც კანონიერი,ასევე უკანონო შვილები).არის ოფიციალური ცნობები იმისაც,რომ იგი “კანიბალი” გახლდათ და არაერთი ადამიანის,კერძოდ მისი ყველაზე აქტიური პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეჭმაში ედებოდა ბრალი.1974 წელს მან “გაერთიანებული ერების ორგანიზაციას” მიმართა წინადადებით,რომლის თანახმადაც ითხოვდა ნიუ-ორკის ცენტრალური შტაბ-ბინა უგანდაში გადაეტანათ.მიზეზად ამ წინადადებისა,კი მიიჩნევდა იმას,რომ უგანდა სამყაროს ცენტრალურ ნაწილს ანუ ” სამყაროს გულს” წარმოადგენდა.იმის გამო,რომ მას “მინიჭებული” ჰქონდა ათეულობით სახელმწიფო მედალი სხვადასხვა “დამსახურებებისათვის”,ტანისამოსის ზომებიც კი შეიცვალა (გაზარდა),რათა ყველა მედალისათვის ტანისამოსზე ადგილი გამოენახა. (ავტორი გენია.ჯი) იდი ამინი საბოლოო ჯამში გაიქცა ქვეყნიდან საუდის არაბეთში და იქვე აღესრულა.მის მიერ გაუბედურებული ოჯახები კი დღესაც ეძიებენ თავიანთი დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფელს ან საფლავებს და იმედს არ კარგავენ (მიუხედავად დიდი დროის გასვლისა),რომ ოდესმე მათ აღმოაჩენენ.იდი ამინის “კუმირი” და “მასწავლებელი”,როგორც თავად ამბობდა – ადოლფ ჰიტლერი გახლდათ და მისი დიდი ძეგლის დადგმასაც აპირებდა უგანდის დედაქალაქ კამპალაში,თუმცა ვეღარ მოასწრო,რადგან 1979 წელს,იმისათვის რომ “სამხედრო ტრიბუნალს” არ გაესამართლებინა (უგანდაში ტანზანიის ჯარების შეჭრის შემდეგ),ქვეყნიდან გაიქცა და 2003 წლის 16 აგვისტოს,75 წლის ასაკში ჯიდაში (საუდის არაბეთი) გარდაიცვალა.მიუხედავდ უამრავი შუამდგომლობისა ოჯახის მხრიდან,უგანდის სხვადასხვა მთავრობების პერიოდში (როგორც სიცოცხლეში,ასევე სიკვდილის შემდგომ),მას საკუთარ მიწაზე არც ფეხის დადგმა და არც საფლავი აღარ ღირსებია.იდი ამინმა საკუთარი ერის წინააღმდეგ განახორციელა “გენოციდი”.მან მის ქვეყანას მოუტანა უდანაშაულო ადამიანთა ათი ათასობით მსხვერპლი,შიმშილი,ტერორი,უბედურება და ამიტომაც მოიხსენიებენ,როგორც -”უგანდელი ჯოჯოხეთის მოციქულს”. (ავტორი გენია.ჯი)