“კიროსის მანიფესტი”
“კიროსის მანიფესტი” - ცნობილი ასევე,როგორც “კიროსის ცილინდრი”,წარმოადგენს თიხისაგან დამზადებულ ცილინდრს,რომელზეც სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა (აქიმენდიტთა დინასტიის პერიოდში) – კიროს II დიდმა (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები),დააწერინა თავისი გამარჯვებები,წინაპართა ვინაობები და მის მიერ ჩადენილი ის მოწყალე საქმეები,რაც მას მეფობის პერიოდში ჩაუდენია.ეს უნიკალური არტეფაქტი აღმოჩენილ იქნა ბაბილონის არქეოლოგიური კვლევებისას 1879 წელს. (ავტორი გენია.ჯი) აღმოჩენის შემდეგ,შესასწავლად გადატანილ იქნა დიდი ბრიტანეთის მუზეუმში.”კიროსის მანიფესტად” წოდებულმა უნიკალურმა ისტორიულმა ძეგლმა,დიდი “პოპულარობა” და აღიარება,მას შემდეგ მოიპოვა,რაც ირანის უკანასკნელმა შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ (1919-1980 წლები),მასზე დაწერილი ტექსტი 1960-იან წლებში,გამოაცხადა კაცობრიობის ისტორიაში “ადამიანის უფლებების დამცველ პირველ დეკლარაციად”.ზემოთ აღნიშნულ ტექსტებში,სპარსეთის უდიდესი მეფე კიროს II,გამოდის წინადადებით,რომ აიკრძალოს მონობა და მიეცეთ ადამიანებს რწმენის სრული თავისუფლება. (ავტორი გენია.ჯი) ირანის შაჰმა მოსახლეობას დაჰპირდა,რომ თავის პოლიტიკას სპარსეთის სახელმწიფოს დამაარსებლის კიროს II-ის ანდერძის შესაბამისად წარმართავდა (რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა).”კიროსის მანიფესტი” უდიდესი ისტორიული და კულტურული ფასეულობის მატარებელია,რომელმაც თავი დაიმკვიდრა არა მარტო სპარსეთის (ირანის) ისტორიაში,არამედ ზოგადსაკაცობრიო ისტორიაშიც კი.მიუხედავად ცალკეული გამონათებებისა ადამიანთა მონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში,პირველი მმართველი მაინც კიროს II დიდი იყო,რომელმაც ეს თემა წინ წამოწია და ადამინებს თავისუფალი ნება მიანიჭა რწმენისა.კიროსმა ასეთი დიდსულოვანი აქტის შეიმუშავებით სპარსეთში (ზოგადად აზიაში),სამუდამოდ უკვდავყო საკუთარი სახელი.ევროპაში კი პირველი,ვინც მონობა დაგმო,ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი დრამატურგი ევრიპიდე (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები) იყო. (ავტორი გენია.ჯი)
სპარსეთის იმპერიის ლეგენდარული დამაარსებელი – კიროს II დიდი