“ტრივიუმი”
“ტრივიუმი” - ლათინურად აღნიშნავს “სამი გზის გასაყარს”.იგი წარმოადგენდა იმ პირველ საფეხურს შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპაში,განათლების მიღებისა,რომელიც ერთგვარი საფუძველი იყო ბავშვებში საწყისი განათლების მიღებისა,შემდგომი განათლების მიღების წინაპირობით.“ტრივიუმი” წინ უძღოდა “კვადრიუმს” და შედგებოდა სასწავლო საგნების სამი დისციპლინისაგან: გრამატიკა,დიალექტიკა (ლოგიკა) და რიტორიკა.პირველი აღწერა ასეთი საგანმანათლებლო სისტემისა,როგორც კომბინაცია სასწავლო მეცნიერებებისა (ამ პერიოდში არ იყო მოხსენიებული სიტყვა – “ტრივიუმი”),მომდინარეობს დიდი ქრისტიანი თეოლოგისა და ფილოსოფოსის ავგუსტინე ნეტარისაგან (354-430 წლები) IV საუკუნეში,რომელმაც თავის ტრაქტატში “წესრიგის შესახებ” (დაწერილი 386 წელს) გადმოგვცა,სწავლების ეს დაწყებითი მეთოდი. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით რომაელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა – მარციანუს კაპელამ,V საუკუნის პირველ ნახევარში გადმოგვცა ანალოგიური განმარტება,განათლების ზემოთ აღნიშნული სისტემისა.თავად სახელწოდება (ტერმინი) – “ტრივიუმი” (სპეციალური დანიშნულების ციკლი დაწყებითი განათლებისა) კი მომდინარეობს “კაროლინგური აღორძინების ეპოქიდან”,რომელიც მიჩნეულია ინტელექტუალურ და კულტურულ აღორძინებად,დასავლეთ ევროპის ქვეყნებში VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში,ფრანკთა მეფის – კარლოს I დიდის (742/745-814 წლები),ფრანკთა მეფის – ლუი I ღვთისმოშიშის (778-840 წლები) და საღვთო რომის იმპერატორის – შარლ II მელოტის (823-877 წლები) მმართველობისას. (ავტორი გენია.ჯი)