მაჰათმა განდი – “მსოფლიოს შვიდი შეცდომა”
“მსოფლიოს შვიდი შეცდომა” - გახლავთ დიდი ინდოელი პოლიტიკური და სულიერი ლიდერის - მოჰანდას კარამჩანდ განდის,იგივე მაჰათმა განდის (1869-1948 წლები),მიერ შედგენილი ნუსხა,რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადასცა საკუთარ შვილიშვილს – არუნუ მანილალ განდის.მასში ინდოეთის “ეროვნულმა გმირმა” შეიტანა ის პუნქტები ადამიანური შეცდომებისა,რომელიც კაცობრიობისათვის დამღუპველად მოქმედებდა და მოქმედებს დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) მაჰათმა განდის აზრით,ნუსხაში მოყვანილი შეცდომები კაცობრიობისათვის – პასიური მოქმედების ის სისასტიკეა,რომელსაც სჩადიოდა ადამიანი და რომელიც იწვევდა დედამიწაზე კონფლიქტებს,ძალადობას და სხვა რიგ უბედურებებს.ნუსხაში აღნიშნულ შვიდ შეცდომას,მოგვიანებით მაჰათმა განდის შვილიშვილმა მერვე პუნქტიც დაუმატა,რომელიც ასე ჟღერს: “უფლება – მოვალეობის გარეშე”. (ავტორი გენია.ჯი) ახლა კი გთავაზობთ მაჰათმა განდის მიერ შედგენილ “მსოფლიოს შვიდ შეცდომას”:
1. სიმდიდრე – შრომის გარეშე.
2. სიამოვნება – სინდისის გარეშე.
3. ცოდნა – ხასიათის გარეშე.
4. კომერცია – მორალის გარეშე.
5. მეცნიერება – ჰუმანიზმის გარეშე.
6. ღვთისმსახურება – მსხვერპლთშეწირვის გარეშე.
7. პოლიტიკა – პრინციპების გარეშე. (ავტორი გენია.ჯი)