ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის ნააზრევი…
“ზოგადად,სჯერათ,რომ კარგი ან ცუდი მეგობრები განსაზღვრავენ,როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ადამიანი.ალბათ,ასეც ხდება სუსტი ნებისყოფის ადამიანების შეთხვევაში,რომლებსაც სხვები მართავენ.ჩემი ცხოვრების განმავლობაში არც სკოლის,არც ომის და არც პოლიტიკურ მეგობრებს უმცირესი გავლენაც კი არ მოუხდენიათ ჩემზე. (ავტორი გენია.ჯი) ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენდი მათს სიტყვებს,მათს შეხედულებებს,აზრებს და ზოგჯერ რჩევებსაც,მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარი ნებისა და სინდისის ბრძანებას ვემორჩილებოდი.
არ მჯერა წიგნების გავლენისა.არ მწამს,რომ გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების გულისყურით კითხვა რაიმე გავლენას ახდენს ვინმეზე.
მე მხოლოდ ერთი დიდი წიგნით ვსარგებლობ.
მხოლოდ ერთ მასწავლებელს ვცნობ.
ეს წიგნი ცხოვრებაა,მასწავლებელი კი – ყოველდღე მიღებული გამოცდილება.
გამოცდილება გაცილებით მეტს ნიშნავს,ვიდრე თეორიები და ფილოსოფიური დოქტრინები,რომლებიც ყველა წიგნში და თაროზე დევს”. (ავტორი გენია.ჯი)