“ტეუანტეპეკის ყურე”
“ტეუანტეპეკის ყურე” - გახლავთ ყურე წყნარ ოკეანეში,ტეუანტეპეკის ვიწრო ყელის სამხრეთით და მოიცავს ტერიტორიას მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისა.მისი სიგრძე 110 კილომეტრია,სიგანე 450 კილომეტრამდე,ხოლო ყურის საშუალო სიღრმე 200 მეტრამდეა.ყველაზე დიდი სიღრმე “ტეუანტეპეკის ყურისა” კი გახლავთ მისი დასავლეთი ნაწილი,საიდანც იწყება წყნარი ოკეანე.ამ ადგილებში სიღრმე შეადგენს 2000 მეტრს.მისი არეალი გამორჩეულია ტროპიკული ციკლონით,რომელიც ფორმირდება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და ჩნდება ან მის სანაპიროების ნაწილებში,ან თავად ყურეში. (ავტორი გენია.ჯი) ძლიერ შტორმულ ქარს,რომელიც ამ ყურეში იცის,მოიხსენიებენ,როგორც “ტეუანო” და იგი პერიოდულად ქრის “ტეუანტეპეკის ყურის” წყლებში.ყველაზე დიდი პორტი აღნიშნულ ყურეში გახლავთ მექსიკის ქალაქ სალინა-კრუსის პორტი და აღსანიშნავია,რომ ამ ყურის წყლები მდიდარია სხვადასხვა წყალქვეშა ცოცხალი ორგანიზმებით (თევზები,კიბორჩხალები და სხვა) და წყალქვეშა წყალმცენარეებით. (ავტორი გენია.ჯი)