ელბერტ გრინ ჰაბარდის მოსაზრებები…
1. ყოველ ტირანს,რომელსაც კი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ოდესმე უარსებია,სხვა ადამიანების მსგავსად,სრულიად სჯეროდა თავისუფლებისა – თუმცა,იმავე სხვებისაგან განსხვავებით – მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა.
2. ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ისეთი ადამიანი,რომელიც საკუთარ თავს ჩემზე აღმატებულად მიიჩნევდა. და მართლაც მინდა ვაღიარო,რომ ის ჩემზე ბევრად აღმატებული იყო,მანამ,სანამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ,ისევე არ დაიწყო ფიქრი,როგორც მე.(ავტორი გენია.ჯი)
3. მჭერმეტყველებაში არა იმდენად მნიშვნელოვანია თავად სიტყვები,რამდენადაც მეტყველების მანერა.
4. ყველაზე დიდი შეცდომა,რაც შეიძლება დავუშვათ,გახლავთ ის,რომ მუდმივად გვეშინოდეს შეცდომის დაშვებისა.
5. მეგობარი გახლავთ ის ადამიანი,რომელმაც ყოველი ნაკლი იცის ჩვენი და მიუხედავად ამისა,კიდევ უფრო მეტად ვუყვარვართ.(ავტორი გენია.ჯი)