“ვილკაბამბა”

“ვილკაბამბა” - მოიხსენიებენ,როგორც “ბოლო თავშესაფარს”.ინკების იმპერატორი მანკო ინკი იუპანკი,იგივე მანკო II (1514-1544 წლები),მას შემდეგ რაც მათ მიწებზე “კონკისკადორები” შეიჭრნენ,1536 წელს იძულებული ხდება თავი შეაფაროს,ისეთ ტერიტორიას,საიდანაც წინააღმდეგობას გაუწევდა დამპყრობლებს.ვილკაბამბა მდებარეობდა თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე,კერძოდ: კუსკოს პროვინციაში.ეს რეგიონი განეკუთვნებოდა ხშირი ტყეებით დაფარულ რეგიონს,სადაც თავის შესაფარებლად ყველაზე მისაღები ადგილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ ტერიტორიაზე ცდილობდა მანკო II ინკებისათვის თავის მოყრას,ჯარის შეგროვებას და ბრძოლის წარმოებას კონკისკადორების წინააღმდეგ.მანკო ინკა იუპანკი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადავიდა მას შემდეგ,რაც მარცხი განიცადა მისმა ჯარმა ესპანელებთან.ვილკაბამბაში იუპანკიმ 1539 წელს დააარსა ამავე სახელწოდების ქალაქი.აქვე შექმნა საიმპერატორო კარი და მმართველობის ის სისტემაც შემოიღო,რომელმაც ესპანელ კონკისკადორთა შემოჭრამდე (1572 წელი) იარსება.აღსანიშნავია,რომ ინკების იმპერატორთა სხვადასხვა თაობებმა “ვილკაბამბაში” შემდეგი იმპერატორების მმართველობის ხანაში დაჰყო: მანკო II (1533/1539-1545 წლები),საირი ტუპაკი (1545-1560 წლები),ტიტუ კუსი იუპანკი (1560-1571 წლები) და ტუპაკ ამარუ I (1571-1572 წლები).ამ ხნის მანძილზე უამრავი ბრძოლები გაიმართა ესპანელთა და ინკთა შორის.მალე ესპანელთა ხელშეწყობით დაიწყო ინკებს შორის შინა ბრძოლებიც,რამაც ინკების იმპერია კიდევ უფრო დაასუსტა.ფაქტიურად ამ ეტაპიდან დაიწყო ინკების სამოქალაქო ბრძოლები.საბოლოო ჯამში ესპანელებმა 1572 წელს ორგანიზება გაუკეთეს სამხედრო ექსპედიციას “ვილკაბამბას” წინააღმდეგ,სადაც იმ დროს იმპერატორის ტახტი ეკავა ტუპაკ ამარუ I-ს.ცნობილი ესპანელი მკვლევარი,მოგზაური და მწერალი პედრო სარმენტო დე გამბოა (1532-1592 წლები),რომელმაც მონაწილეობა მიიღო,როგორც უმცროსმა ლეიტენანტმა,”ვილკაბამბას” წინააღმდეგ ბრძოლებში,გადმოგვცემს ქრონოლოგიურად მიმდინარე ეპიზოდებს ამ ბრძოლისა. (ავტორი გენია.ჯი) სამხედრო ექსპედიციას სათავეში ედგა ესპანელი კონკისკადორი – მარტინ ურტადო დე არბეტო,რომელსაც თან ახლდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული 250 ესპანელი მებრძოლი და 2000 ადგილობრივი ინდიელი.1572 წლის აპრილის შუა რიცხვებში ექსპედიცია დაიძრა “ვილკაბამბასკენ”.უმძიმესი ბრძოლების შემდეგ,ესპანელებმა გატეხეს “ვილკაბამბას” დამცველები და დაატყვევეს ინკების იმპერატორი ტუპაკ ამარუ,მასთან მყოფი ყველა ინკ სამხედრო ჩინოსანთან ერთად.ესპანელებმა 1572 წლის 24 სექტემბერს ჩამოახრჩვეს ინკების ყველა სამხედრო ხელმძღვანელი,ხოლო ტუპაკ ამარუს კი თავი მოჰკკვეთეს.ამ ისტორიის შედაგად “ვილკაბამბას” უამრავი არქეოლოგი და ისტორიკოსი სტუმრობდა და სტუმრობს დღესაც.იგი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში,რამეთუ “ვილკაბამბა” გახლდათ ქალაქი სადაც საბოლოოდ განერთხა მიწას ინკების უდიადესი იმპერია და ცივილიზაცია. (ავტორი გენია.ჯი)