“ვიკუს კულტურა”
“ვიკუს კულტურა” - გახლავთ კოლუბამდელი ეპოქის არქეოლოგიური კულტურა,რომელიც თარიღდება,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით V საუკუნიდან – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნემდე ეტაპით და მიეკუთვნება “კლასიკურ” კოლუბამდელ კულტურას.აღნიშნული კულტურის სრული და ზუსტი გავრცელების არეალი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.თუმცა მისი ცენტრალური ნაწილი “პიურეს ველზე” მდებარეობდა (რეგიონი ჩრდილოეთ-დასავლეთ პერუში).იგი გადაჭიმული იყო პერუს ჩრდილოეთიდან თანამედროვე ეკვადორამდე და სამხრეთიდან ლამბაიეკეს დაბლობებამდე (პერუს ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი). (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა და მეცნიერთა გათვლებით,შესაძლოა “ვიკუს კულტურა” წინამორბედი ყოფილიყო შემდგომ განვითარებული,ყველასათვის ნაცნობი “ჩავინის კულტურისა”.1960 წელს სრულიად შემთხვევით იქნა “ვიკუს კულტურა” აღმოჩენილი მაშინ,როდესაც მასიურად იძარცვებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ასეულობით სამარხი.სწორედ ამ პერიოდში წააწყდნენ ვიკუს კულტურის ტრადიციების ორ ნაშთს,რომელთაგან ერთი განეკუთვნებოდა ეკვადორულ კულტურას,ხოლო მეორე ნაწილი კი განეკუთვნებოდა ადგილობრივი კულტურის ნაწილს.პირველი ტრადიცია “ვიკუს-ვიკუსის”,ახლოს დგას ეკვადორულ სტილთან და ხასიათდება პრიმიტიული კერამიკული ნაკეთობებით,რომლებზეც გამოსახული არიან არაპროპორციული ფორმების მქონე ადამიანები და ცხოველები.მეორე ტრადიცია კი “ვიკუს-მოჩეა”,რომელიც ფორმითა და ფაქტურით ძალიან ჩამოჰგავს მოჩეს (მოჩიკა) კულტურას.როგორც პერუელი არქეოლოგი – ლუის ლუმბრერასი აღნიშნავს,”ვიკუს” კულტურა მინიმუმ ორი ტრადიციული შტოსგან შედგება. “მოჩიკას” კულტურული,პოლიტიკური და სოციალური სისტემა იმდენად კარგად იყო განვითარებული,რომ “ვიკუს” კულტურაშიც ჰპოვა ასახვა და იგი დაიქვემდებარა ვიკუს კულტურის ხალხმა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ იმ ეპოქაში ვიკუს კულტურის მაცხოვრებელი ხალხი ცხოვრობდნენ ისეთ ტერიტორიებზე,სადაც უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები გადიოდა.ეს გახლდათ ტერიტორიები ჩრდილოეთ პერუსი,სამხრეთ ეკვადორის და სამხრეთ კოლუმბიისა.ასეთმა ადგილმდებარეობამ და კინტაქტებმა,თავისთავად გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ კულტურაზეც.ვიკუს კულტურის ხალხში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული მეტალურგია.ისინი ამუშავებდნენ – სპილენძსა და ბრინჯაოს.არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი იქნა უამრავი საიუველირო თუ სხვა დანიშნულების ნივთები,რომლებიც მიუთითებენ “ვიკუს კულტურის” დიდ მიღწევებზე და ამ კულტურის მატარებელი ხალხების შესანიშნავ კულტურულ,ისტორიულ და რელიგიურ ყოფა-ცხოვრებაზე. (ავტორი გენია.ჯი)