პროდიკე

პროდიკე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 465 წელს ქალაქ იულიდაში,კუნძულ კეოსზე (საბერძნეთი).იგი გახლდათ სოკრატეს თანამედროვე,დიდი  ძველბერძენი ფილოსოფოსი და ერთ-ერთი უძველესი “სოფისტი”.გარდა ამისა იყო უმცროსი თანამედროვე გენიალური პროთაგორასი.პროკიდე წარმომავლობით იმ მხარიდან გახლდათ,საიდანაც წამოვიდა უდიდესი ძველბერძენი ლირიკოსი პოეტი – სიმონიდე კეოსელი (ძვ.წ.აღ-ით 556-468 წლები),რომელსაც პროდიკე “იმიტატორს” ანუ (მიმბაძველს) უწოდებდა. (ავტორი გენია.ჯი) ხშირად სტუმრობდა ათენს,რადგანაც იგი წარმოადგენდა ელჩს,რომელიც მივლინებულ იყო კუნძულ კეოსიდან.მალე პროდიკეს სახელი ცნობილი ხდება მისივე შესანისნავი ორატორული გამოსვლებით და პედაგოგიური მოღვაწეობით.გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი,პროკიდეს უფრო დიდ პატივს მიაგებდა,ვიდრე ნებისმიერ სხვა სოფისტს და რამდენჯერმე “პლატონის დიალოგებში” გვხვდება კიდეც პროკიდეს სახელი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მას სხვადასხვა ადრინდელი ფილოსოფოსები სხვადასხვაგვარად აღწერდნენ.მაგალითად – პლუტარქე მას აღწერს,როგორც სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსტრატე ადანაშაულებდა სიხარბესა და ფუფუნებისადმი სწრაფვაში.გარდა ამისა,მოხსენიებულია ევპოლიდეს დრამაში – “ღრუბლები” და არისტოფანეს კომედიაში “ფრინველები”.პროდიკეს მოსწავლეები გახლდნენ ისეთი ცნობილი ორატორები,როგორებიც იყვნენ – თერამენი (ძვ.წ.აღ-ით 431-404 წლები) და გენიალური – ისოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 436-338 წლები).ფილოსტრატეს გადმოცემის მიხედვით,პროდიკე თავის ლექციებს ადამიანთა სათნოებასა ნაკლზე,ხშირად კითხულობდა თებესა და სპარტაში.მის მიერ შექმნილი ნაშრომებიდან დიდ ყურადღებას იქცევდა ალეგორიული ჟანრის მოთხრობა – “ჰერაკლე გზაჯვარედინზე”.ისევე,როგორც სხვა სოფისტები ,პროდიკეც რელიგიას ინტერპრეტაციას უკეთებდა ნატურალიზმის ჩარჩოებში.თავის სასწავლო პროგრამაში დიდ დროს უთმობდა ლინგვისტიკასა და ეთიკას.მანვე ჩამოაყალიბა თეორემა – “რელიგიის წარმოშობის შესახებ”.პროდიკე გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 395 წელს.მისი ფილოსოფიური ხედვები კი მრავალი შემდგომი თაობების ფილოსოფოსთა განსჯის საგნად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)