თედორე შალიაპინი – ენრიკო კარუზოს შესახებ…
საინტერესო ფაქტია, რომ გენიალური იტალიელი საოპერო მომღერალი და ტენორი - ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები), მიუხედავად მისი ჯადოსნური ხმისა, არ გამოირჩეოდა სასცენო-სამსახიობო ოსტატური საშემსრულებლო შესაძლებლობებით.რის გამოც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იგი,მის მოშურნეებსა და პედანტებს.ამ საკითხის ირგვლივ კი თავისი მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა რუსმა საოპერო მომღერალმა და ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად მოხსენიებულმა - თედორე შალიაპინმა (1873-1938 წლები):
“იმ ნოტებისთვის,იმ კანტილენებისათვის,იმ ფრაზირებისათვის,რომელსაც ფლობს გენიალური იტალიელი საოპერო შემსრულებელი ენრიკო კარუზო,ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულია,მიუტევოს არა მარტო,ის რომ ვერ ფლობს სასცენო-სამსახიობო შესრულების ოსტატობას,არამედ მიუტევოს ყველა ის ნაკლი,რაც მას ზოგადად გააჩნია”. (ავტორი გენია.ჯი)