“კიმჩენირია”
ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის,შრომის პარტიის გენერალური მდივნის და “დიდი ბელადის” კიმ ირ სენის ვაჟის – კიმ ჩენ ირის (1941-2011 წლები) დაბადების დღის აღსანიშნავად,1988 წელს იაპონელმა სპეციალისტებმა და მებაღეებმა გამოიყვანეს სპეციალური ბეგონიის ჰიბრიდული ჯიშის ყვავილი,რომელსაც - “კიმჩენირია” უწოდეს.ყვავილის სიმაღლე 30-დან 70 სანტიმეტრამდეა და მუქი წითელი ფერით გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) მასზე მიძღვნილი ჰიბრიდული ყვავილი,ძალიან მოეწონა ჩრდილოკორეელ ბელადს და მის ერთ-ერთ საყვარელ ყვავილის სახეობათაც იქცა.კიმ ჩენ ირის სიცოცხლეში საფუძველი ჩაეყარა,კორეაში წელიწადში ერთხელ “კიმჩენირიას” ყვავილების გამოფენას,რომელიც დღესაც გრძელდება და რომელშიც მონაწილეობას იღებს აბსოლუტურად ყველა ჩრდილოეთ კორეული სახელმწიფო სტრუქტურა.მათ შორის თავდაცვის სამინისტროც.”კიმჩენირიას” ჰიბრიდული სახეობის ყვავილი არაერთი ჯილდოს მფლობელია კორეაში.დღესდღეობით აღნიშნული ყვავილის სახეობა ფართოდ არის გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ კორეში და მას ადგილობრივი მოსახლეობა,მოიხსენიებს,როგორც: “საუკეთესო სილამაზის მქონე ყვავილს მსოფლიოში” და “ყვავილთა მეფედ”. (ავტორი გენია.ჯი)
“კიმჩენირია”