ლანდმანალაუგარი

ლანდმანალაუგარი - წარმოადგენს ერთ-ერთ ულამაზეს გეოთერმულ ზონას მსოფლიოში,რომელიც მდებარეობს ისლანდიის ცენტრალურ ნაწილში.აღნიშნული რეგიონის მთების კალთები დაფარულია საოცარი ბუნებრივი – ყვითელი,წითელი,ლურჯი,მწვანე და სხვა ობსიდიანური ფერებით (ობსიდიანის ნარევი),რომლებიც განსაკუთრებულ ესთეტიკურ სილამაზეს აძლევენ “ლანდმანალაუგარის” გეოთერმულ რეგიონს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი განთავსებულია მოქმედი სტრატოვულკანის – ჰეკლას სიახლოვეს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის ვულკანია,რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1488 მეტრზე მდებარეობს და რომელიც 874 წლის შემდეგ 20-ზე მეტჯერ ამოიფრქვა (ბოლო ამოფრქვევა 2000 წელს დაფიქსირდა).შესაბამისად,ეს ულამაზესი რეგიონი,გარდა ულამაზესი ლანდშაფტისა,საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელიცაა.მიუხედავად ამისა “ლანდმანალაუგარის” საოცარი სილამაზის მქონე გეოთერმულ ზონას,მსოფლიოდან უამრავი ტურისტი სტუმრობს (განსაკუთრებით ამერიკიდან,გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან) და მისი უნიკალური ბუნებრივი სილამაზით ტკბებიან.სწორედ ამიტომ,ისლანდიაში სპეციალური ტურისტული მარშრუტებიც კი არის გახსნილი,რომელთაც ტურისტები არასოდეს აკლიათ. (ავტორი გენია.ჯი)