კოკო შანელი – “ეპიზოდი”
ლეგენდარულმა ფრანგული მოდის დიზაინერმა – გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელმა (1883-1971 წლები),რომლის ხედვებმაც რევოლუცია მოახდინა თანამედროვე მოდის სამყაროში,სიკვდილის წინ,ცოტა ხნით ადრე დააარსა “საქველმოქმედო ფონდი”,რომელიც დღევანდელ დღემდე ფუნქციონირებს.ამ ფონდში,თანხები ირიცხება მსოფლიოს საპარფიუმერიო ქსელის ერთ-ერთი უძვირფასესი და საუკეთესო სუნამოს – “შანელი N5″-ის გაყიდვიდან.თითოეული სუნამოს გაყიდვის შემდეგ,გარკვეული პროცენტები ირიცხება ზემოთ აღნიშნულ ფონდში,საიდანაც იგი ნაწილდება (კოკო შანელის ანდერძის თანახმად),ახალგაზრდა პერსპექტიული მხატვრებისა და მწერლების მხარდასაჭერად,რაიმე ხელოვნების ღონისძიების ჩასატარებლად,ან კიდევ საუკეთესო სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად. (ავტორი გენია.ჯი)