ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერი – “იკაროსის დატირება”
“იკაროსის დატირება” - წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის (1863-1920 წლები) მიერ 1898 წელს დახატულ ტილოს,სადაც ავტორმა მოტივად აიღო ძველბერძნული მითოლოგია “იკაროსისა და “დედალოსის” შესახებ.სურათზე გამოსახულია გარდაცვლილი იკაროსი,რომლებსაც თავს დატრიალებენ მგლოვიარე (მომტირალი) ნიმფები.მასზე გამოსახული ფრთები ძალიან ჩამოჰგავს “სამოთხის ჩიტების” ფრთებს. (ავტორი გენია.ჯი) 1890-იან წლებში მხატვარი ძლიერ იყო მოხიბლული “ძველბერძნული მითოლოგიური სიუჟეტებით” და თუ დიდმა ინგლისელმა მხატვარმა ფრედერიკ ლეიტონმა (1830-1896 წლები),1869 წელს გამოსახა “დედალოსის და იკაროსის” მითოლოგიური გმირები ფრენის დაწყების მომენტში,დრეიპერმა იკაროსის ტრაგიკული ფინალი ასახა. (ავტორი გენია.ჯი) სურათის დასახატად,მან მოდელებად ოთხი პროფესიონალი მოდელი დაიქირავა: ეტელ ჯარდენი,ეტელ ვარვიკი,ფლორენციო ბიორდი და ლუიჯი დე ლუკა.1898 წელს ტილო შეძენილ იქნა ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზიდან,ლონდონის სამეფო აკადემიის “სამხატვრო საზოგადოების ფონდის” მიერ,რომელიც თაცის დროზე დაარსა დიდმა ინგლისელმა მოქანდაკემ – ფრენსის ლეგატ ჩანტრმა.1900 წლის პარიზის “მსოფლიო გამოფენაზე” ტილომ ოქროს მედალი დაიმსახურა,როგორც საუკეთესო მხატვრულმა ნამუშევარმა და დღევანდელ დღემდე დაცულია “ტეიტის სამხატვრო გალერეაში” ლონდონში. (ავტორი გენია.ჯი)