“ტივოლის პარკი”
“ტივოლის პარკი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი პარკია მსოფლიოში.იგი მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპანჰაგენში.სწორედ ამ პარკში სტუმრობის შემდეგ,მისი სილამაზით მონუსხულმა გადაწყვიტა – გენიალურმა ამერიკელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ (1901-1966 წლები),საყოველთაოდ ცნობილი და ლეგენდარული “დისნეილენდის” შექმნა.ამიტომაც არის “ტივოლის პარკი”,დღემდე “დისნეილენდის” იდეის სულისჩამდგმელად რომ განიხილება.პარკი განლაგებულია კოპენჰაგენის ცენტრში და ერთ-ერთ უძველეს პარკადაც არის მიჩნეული დანიაში – “დირეჰავსბაკენის” პარკის შემდეგ.ამასთანავე იგი ყველაზე დიდ და პოპულარულ პარკად არის მიჩნეული ევროპაში.”ტივოლის პარკი” დაარსებულ იქნა დანიელი ოფიცრის გეორგ კარსტენსენის (1812-1857 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალურად მნახველთათვის გაიხსნა 1843 წლის 15 აგვისტოს და მას დღესდღეობით ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს სკანდინავიის ისტორიულ-კულტურულ რეგიონში.აღსანიშნავია,ისიც რომ სტუმართა რაოდენობის მხრივ იგი ევროპაში მხოლოდ საფრანგეთში (პარიზში) მდებარე “დისნეილენდს” და გერმანიის ქალაქ რუსტში მდებარე “ევროპა-პარკს” ჩამორჩება.ამასთანავე პარკი ცნობილია,როგორც ყველაზე ძველი ატრაქციონების მქონე პარკად.”ტივოლის პარკი” ერთ-ერთი ღირშესანიშნაობად მიიჩნევა დანიაში და გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით. (ავტორი გენია.ჯი)