იცით თუ არა,რომ

1. ხმელთაშუა ზღვა – ყველაზე დაბინძურებულ ზღვადაა მიჩნეული მსოფლიოში.სადაც ყოველი კუბური მეტრი წყალი შეიცავს 33 სახეობის ნარჩენებს,ხოლო ყოველ ლიტრ ზღვის წყალში 10 გრამი ნავტობპროდუქტებია.ზღვის ფსკერის ყოველი კვადრატული კილომეტრი კი 1900-მდე სხვადასხვა ნივთებით არის მოფენილი.

2. საფრანგეთში მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება,მხოლოდ 1944 წლის 21 აპრილის დადგენილების შემდეგ მიეცათ.პირველად მათ არჩევნებში მონაწილეობა 1945 წლის 29 აპრილის მუნიციპალურ არჩევნებში მიიღეს. (ავტორი გენია.ჯი)

3. ყველაზე დიდი სასაფლაო ევროპაში,ავსტრიაში მდებარეობს,რომლის სახელწოდება “Zentralfriendhof”-ია.იგი გაიხსნა 1874 წელს და მის ტერიტორიაზე სამი მილიონამდე ადამიანია დაკრძალული.

4. შუააზიურ ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში ყაზახეთში 120-მდე ეთნოსისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობს.

5. ყველაზე ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის,ტელეჟურნალისტის და მრავალი ფილმის ავტორის ბუნებაზე – სტივ ირვინის,გარდაცვალების დღე 4 სექტემბერი,ავსტრალიაში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. (იგი დაიღუპა 2006 წლის 4 სექტემბერს,სტინგრეის შხამიანი ნემსის მიერ,თევზის სახეობა).

6. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში,აღმოჩენილი მეტეორის “Vredefort”-ის ჩამოვარდნის კვალი,ყველაზე დიდი მეტეორია,რომელიც დედამიწას ოდესმე შეჯახებია და მისი ასაკი ორი მილიარდი წლით თარიღდება.

7. იტალიელები,საკმაოდ ცრუმორწმუნე ხალხად არის ცნობილი.ამ ქვეყანაში 150 ათასამდე მაგია რეგისტრირებული,რომელთა მომსახურეობით 16 მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს. (ავტორი გენია.ჯი)

8. 1963 წელს,ჰოლივუდელი რეჟისორის ჯოზეფ მანკევიჩის მიერ გადაღებული ფილმი “კლეოპატრა”,სადაც მთავარ როლს დიდი ანგლო-ამერიკელი მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი თამაშობს,ეგვიპტეში აკრძალულ იქნა მისი ჩვენება,იმის გამო,რომ ელიზაბეტს ებრაელი წანაპრები ჰყავდა.

9. პანამელი ინდიელების “სან ბლას”-ის ხალხში,დიდი ცხვირი ერთ-ერთ დიდი სილამაზის მქონე ორგანოდ არის მიჩნეული.ასევე აღსანიშნავია,რომ დიდი ცხვირის მქონე მამაკაცები უკვე თავიდანვე ლიდერებად მიიჩნევიან ამ ტომისა.

10. გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ჰამბურგი,ევროპულ ქალაქებში პირველ ადგილს იკავებს “ხიდების” რაოდენობით.ამ ქალაქში სულ 2300 ხიდია და უფრო მეტი ხიდია ვიდრე ვენეციაში (400),ამსტერდამში (1200) და ლონდონში ერთად აღებული. (ავტორი გენია.ჯი)