ნიზამ ალ-მულკი
აბუ ალი ალ-ჰასან იბნ ალი იბნ ისჰაკ ატ-ტუსი - ცნობილი,როგორც ნიზამ ალ მულკი,დაიბადა დაახლოებით 1018-დან 1020 წლების ჩათვლით პერიოდში,სოფელ რადკანში,ტუსასთან ახლოს (ირანი).მისი სახელი – ნიზამ ალ მულკი,აღნიშნავს “სამეფოს წესრიგს”.იგი გახლდათ ის სპარსი სახელმწიფო მოხელე სელჩუკთა სამეფო დინასტიის კარზე,რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან და ძლევამოსილ სახელმწიფო მოხელეს წარმოადგენდა შუასაუკუნეების მუსულმანურ აღმოსავლეთში. (ავტორი გენია.ჯი) წარმომავლობით,შეძლებული მიწათმფლობელების ოჯახიდან იყო.1059 წელს ინიშნება ხორასანის ადმინისტრატორად (ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ირანში).1063 წელს კი იკავებს სპარსეთის ვეზირის თანამდებობას ალ-არსლანის მეფობის პერიოდში (1063-1072 წლები) და ეს თანამდებობა ეკავა სელჩუკი სულთნის მელიკ-შაჰ I-ის მეფობის ხანაშიც (1072-1092 წლები).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს მომხრეს იმისა,რომ ჩამოყალიბებულიყო ძლიერი ცენტრალიზირებული სახელმწიფო სისტემა. (ავტორი გენია.ჯი) აპოლოგია მისი პოლიტიკური ხედვებისა,ჩამოაყალიბა წიგნში – “სიასეტ-ნამე”,იგივე – “წიგნი მმართველობისა”.სარგებლობდა დიდი ნდობით და გავლენით სელჩუკთა სამეფო კარზე.შესაბამისად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სპარსეთის სამეფოში.მანვე დააარსა უმაღლესი სკოლები – “მედრესეები”,რომელთაც მოიხსენიებდნენ,როგორც “ნიზამიიებს”.ასეთ სკოლებს შორის ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბაღდადის სკოლა,სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა დიდი სპარსი ღვთისმეტყველი,ფილოსოფოსი და სწავლული – ალ გაზალი (1058-1111 წლები).ნიზამ ალ-მალუკი არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკურ,არამედ საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირიც გახლდათ.(ავტორი გენია.ჯი) დაუღლელ ბრძოლას ეწეოდა ისმაილისტების წინააღმდეგ,რომლებშიც სელჩუკთა სამეფოსათვის დიდ საფრთხეს ხედავდა.1080 წელს ბრძანება გასცა შეეპყროთ ისმაილისტების ლიდერი ჰასან იბნ საბაჰა (1050-1124 წლები),თუმცა მან გაქცევა მოახერხა.რის შემდეგაც დაიკავა ალმუტის ციხე-სიმაგრე და კიდევ უფრო გაიძლიერა პოზიციები.ჰასანი – ნიზამ ალ-მულკს,თავის უმთავრეს მტრად მიიჩნევდა,ამიტომ მასთან გაგზავნა ისმაილიტი “მოხალისე მკვლელი”,სახელად ბუ ტაჰირ-არანი,რომელმაც 1092 წლის 14 ოქტომბერს,დასახლება სახნასთან (ნეჰავენდასთან ახლოს) დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ნიზამ ალ-მულკს.მის მიერ დაწერილი – “წიგნი მმართველობისა” კი,დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიული ღირებულების ძეგლად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)