ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
გენიალური მეცნიერი და კაცობრიობის უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები),გარდაცვალებამდე ცხრა თვით ადრე წერდა:
“…მართლაც რომ უცნაური რამ არის სიბერე.ამ დროს “აქ”-სა და “ახლა”-სთან კავშირი თანდათანობით წყდება და ადამიანი თავს მეტ-ნაკლებად უსასრულობის კუთვნილებად გრძნობს,და უკვე აღარც ეიმედება და აღარც ეშინია,არამედ მხოლოდ უმზერს…
სიცოცხლის დასასრულზე შიშით ფიქრი,საერთოდ,ადამიანური ფენომენია.ეს ერთ-ერთი მეთოდია,რომლითაც ბუნება სახეობათა გადარჩენას უზრუნველჰყოფს. (ავტორი გენია.ჯი) გონების თვალით თუ შევხედავთ,ეს შიში ყოველგვარ ძრწოლაზე უფრო მეტად გაუმართლებელია,ვინაიდან იმას,ვინც მკვდარია ან არ გაჩენილა,არ ემუქრება არავითარი საშიშროება.უფრო მკაფიოდ რომ ითქვას,ეს ძრწოლა სიბრიყვეა,მაგრამ – გარდაუვალი”.
ალბერტ აინშტაინის გარდაცვალებამდე ორი საუკუნით ადრე,ისააკ ნიუტონი აღესრულა.მსოფლიო გლოვობდა მის გარდაცვალებას.ნიუტონის ფერფლი,მეფის სადარი რიტუალის თანხლებით დაკრძალეს ვესტმინტერის სააბატოში (ლონდონის შუაგულში),სადაც განსასვენებელს ჰპოვებენ “ინგლისის საუკეთესო შვილები”.
ალბერტ აინშტაინის სიკვდილსაც გლოვობდა მთელი მსოფლიო.თუმცა მისი სურვილი იყო,რომ მისთვის არც სამგლოვიარო ცერემონიალი გაემართათ და არც ძეგლი აეგოთ. (ავტორი გენია.ჯი) აინშტაინის ცეხდარი უხმაუროდ,უახლოესი ადამიანების გარემოცვით გარემოსილი,ტრენტონის შორიახლოს – დაწვეს.გენიალური ფიზიკოსის ანდერძის თანახმად,არავის არ უნდა სცოდნოდა თუ რა ბედი ეწია მის ფერფლს,რათა უმცირესი ალაგიც კი არ დარჩენილიყო პილიგრიმობისთვის.დაუმორჩილებელმა მდინარემ – “დრომ” კი,მისი ფერფლი იმ ოკეანეს აზიარა,რომლის ნაპირებზეც ოდესღაც ისააკ ნიუტონი თამაშობდა.