იოანე “ბრმა” ლუქსემბურგელი – (ეპიზოდი)
იოანე ლუქსემბურგელი (1296-1346 წლები),ასევე ცნობილი,როგორც“იოანე (იან) ბრმა”,გახლდათ ის ლუქსემბურგის გრაფი (1310 წლის 25 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით),რომელიც ამავე წლის 10 აგვისტოდან ჩეხეთის მეფე (კორონაცია განხორციელდა 1311 წლის 7 თებერვალს),ხოლო 1310 წელს პოლონეთის ტიტულარული მეფეც ხდება.იგი იყო საღვთო რომის იმპერატორის ჰაინრიხ VII-ეს (1275-1313 წლები) ვაჟი,რომელმაც საკუთარ ვაჟს იოანს ჩეხეთის სამეფო ტახტი უბოძაა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ -იოანე ჩეხეთის მეფის ტიტულს 20 წლის მანძილზე ატარებდა,იგი არც ერთხელ არ სწვევია ჩეხეთს.მთელი მისი მეფობის მანძილზე სხვადასხვა ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას და ერთ ადგილას ძალიან იშვიათად ჩერდებოდა.ებრძოდა ხან ფრანგებს,ხანაც გერმანელ რაინდებს და სხვებს.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ იოანე ლუქსემბურგელი საკმაოდ მამაცი და მებრძოლი სულისკვეთების მეფე იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ იგი დაბრმავდა,1346 წლის 26 აგვისტოს,ბრმამაც კი მიიღო მონაწილეობა კრესისათვის (საფრანგეთის ჩრდილოეთი მხარე) უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში (ასწლოვანი ომის პერიოდი).როგორც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,აღნიშნული ბრძოლა გახდა დასაწყისი “რაინდთა” პერიოდის დასასრულისა ევრპაში.უკვე დაბრმავებულმა იოანემ,გმირობის მაგალითი თავად უჩვენა ჯარს მაშინ,როდესაც,საბრძოლო ცხენზე შემჯდარმა წინ წარუძღვა მტრისაკენ.ბრძოლაში დაღუპულ იმ ათასეულობით მებრძოლთა შორის დაიღუპა იოანე ლუქსემბურგელიც,რომელიც მისი სიკვდილის შემდგომ უამრავი რაინდისათვის,სამაგალითო გმირობის მაგალითად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)