ვის გამოხატავს ბანქოს სათამაშო ქაღალდის “მეფეები?!”
თანამედროვე სტანდარტულ ანგლო-ამერიკულ დასტის ბანქოს ქაღალდებზე გამოსახული – “მეფეები”,ან სხვა “გამოსახულებები”,არ აღნიშნავენ რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ ან ბიბლიურ პიროვნებას.თუმცა “მეფის გულს” უწოდებენ – “მეფე თვითმკვლელს”,რადგან როგორც ბევრი აღნიშნავს,მასზე გამოსახული სამეფო ტანისამოსით აღბეჭდილი პიროვნება,ხმალს საკუთარი თავისკენ იმიზნებს.შუა საუკუნეების საფრანგეთში ბანქოს ქაღალდები გამოჩნდა XIV საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ბანქოზე გამოსახული პიროვნებები დაკავშირებული იყვნენ,რომელიმე ისტორიულ ან ლეგენდარულ პერსონაჟებთან.ბანქოს სათამაშო ქაღალდებზე დატანილი “მეფე”,ადრეულ საუკუნეებში (მიუხედავად დიდი მკრეხელობისა) ასოცირდებოდა თავისებურ პროტოტიპებთან,ისეთი დიდი ისტორიული და ბიბლიური პერსონებისა როგორებიც იყვნენ:
“მეფის ყვავი” – იგივე “ხმლების მეფე” – ისრაელის სამეფოს ბიბლიური მეორე მეფე – დავითი (ძვ.წ.აღ-ით 1005-965 წლები).მოიხსენიებენ ასევე,როგორც “დავით წინასწარმეტყველი”.იგი განასახიერებდა მმართველობის იდეალურ ფორმის შემომღბეს და წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო.
“მეფის გული” – იგივე “თასების მეფე” – ფრანკთა,ლომბრდთა მეფე და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი კარლოს I დიდი (742 ან 747-814 წლები).
“მეფის ჯვარი” – იგივე “კვერთხის მეფე”,ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და მაკედონიის მეფე,რომელმაც სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისათვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო – ალექსანდრე III “დიდი” მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები).
“მეფის აგური” – იგივე “მონეტების მეფე” – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები).
P.S. მრავალი საუკუნის მანძილზე ბანქოს მხატვრების მიერ “მეფის” ზემოთაღნიშნული პიროვნებები,ჩანაცვლებულ იქნა ასევე ცნობილი სხვა ისტორიული პიროვნებებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად ისეთებისაგანროგორებიც იყვნენ – ისრაელის სამეფოს ლეგენდარული მეფე – სოლომონი,დავითის ძე (მმართველობის წლები,ძვ.წ.აღ-ით 965-928 წლები); რომის პირველი იმპერატორი – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63-14 წლები); რომის იმპერატორი და “მოციქულთასწორი” (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის) – კონსტანტინე I დიდი (272-337 წლები) და ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან – ხლოდვიგ I 466-511 წლები). (ავტორი გენია.ჯი)