ჭადრაკი – “ეპიზოდი”
1982 წლამდე,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია,ამაოდ ცდილობდა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსთა სამინსტროსგან,რომ ეღიარებინათ და ეცნოთ,ინტელექტუალური სპორტული თამაში “ჭადრაკი” – სასარგებლო სპორტის სახეობად.ამავე დროს,ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა მათთვის,ის რომ “ჭადრაკი” შეიცავდა საგანმანათლებლო და გონებრივი განვითარების საუკეთესო თვისებებს.1982 წლამდე,მიუხედავად უამრავი მცდელობისა,ფინანსთა სამინისტრო უარს აცხადებდა ჭადრაკის დადებითი მხარეების ცნობისაგან და შესაბამისად არანაირი საგადასახადო შეღავათები “ჭადრაკის ფედერაციას” არ მინიჭებია. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში გადამწყვეტ არგუმენტად “ჭადრაკის აღიარებისა”,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსაგან და მასზე ფინანსური შეღავათების დაწესებისა,გახლდათ ციტატა წერილიდან,რომელიც ეკუთვნოდა პრუსიის მეფეს ფრიდრიხ II დიდს (1712-1786 წლები).აღნიშნული ციტატა კი ასე ჟღერდა:
“ჭადრაკი განსაკუთრებით ზრდის ადამიანის მიდრეკილებას ნიჭიერებისაკენ და დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ”.
სწორედ ეს ფრაზა წარუდგინა ჭადრაკის ფედერაციამ ფინანსთა სამინისტროს და ფრაზის დასასრულს თავადვე მიაწერა:
“რატომ არ უნდა წავახალისოთ იგი?”
1982 წელს,საბოლოოდ ჭადრაკმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიიღო ის სტატუსი,რომლითაც იგი მთელს მსოფლიოშია ცნობილი: “ინტელექტუალური თამაში” და დაუწესდა ფინანსური შეღავათებიც. (ავტორი გენია.ჯი)