აშოტ I დიდი

აშოტ I ბაგრატიონი - ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება სახელწოდებით “დიდი”,რადგან მან მთელი თავისი სიცოცხლე,მთელი თავისი ძალისხმევა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას და საქართველოს გაერთიანების საქმეს შეალია.იგი გახლდათ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი,რომელიც მოღვაწეობდა VIII საუკუნის დამლევსა და IX საუკუნის დასაწყისში.სანამ ტაო-კლარჯეთის მეფე (809-826 წლები) გახდებოდა აშოტი,იგი გახლდათ ქართლის ერისმთავარი 786-809 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) აშოტის პაპა,ისევე,როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს დიდი ნაწილი,საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციიდან სპერიდან გახლდათ (დღევანდელი თურქეთის საზღვრებში,ამჯამად ისპირი).აშოტმა მამისაგან – ადარნასესაგან მემკვიდრეობით მიიღო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია კლარჯეთი,რომელიც ბაგრატოვანთა დომენი ანუ სამფლობელო გახლდათ.VIII საუკუნის დამლევს აშოტი არაბთა სამსახურში ჩადგა.მათი ნდობა მოიპოვა და ქართლის ერისმთავრობას მიაღწია.იგი იმ ხანად მხოლოდ ქართლს განაგებდა.შემდგომში მისი სამფლობელოები კლარჯეთიდან თბილისამდე გაიზარდა.ისარგებლა არაბთა სახელმწიფოში ატეხილი შინაომებით და რაკი დამპყრობლებს ქართველთათვის აღარ ეცალათ ზურგი აქცია მათ და ბიზანტიათან დაკავშირება გადაწყვიტა.იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ.ბიზანტია აშოტის გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით შეხვდა და საიმპერატორო კარის ერთ-ერთი უმაღლესი ტიტული “კურაპალატობა” უბოძა.ეს ბიზანტიის ქმედება მხრიდან ერთგვარი დამოუკიდებულების აღიარებას მოასწავებდა.ბიზანტიის იმპერია მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთის მეთაურად იყო მიჩნეული და აშოტი ასეთ დროს კეისრის ფაქტობრივ მოკავშირედ იქცა.აშოტის ახალმა პოლიტიკურმა კავშირმა არაბები ძლიერ გაანაწყენა და როცა ქართლში კვლავ გაძლიერდა არაბთა ძალაუფლება,გადაწყვიტეს აშოტზე შური ეძიათ.ამიტომ იგი ბრძოლაში გამოიწვიეს სადაც დამარცხდა და იძულებული გახდა შავშეთ-კლარჯეთისათვის შეეფარებინა თავი. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ 820 წელს ქართლში ერისმთავრობა საერთოდ გაუქმებულ იქნა.კახეთის მთავარმა გრიგოლმა აშოტის განდევნით ისარგებლა და ქართლის მიწები თავის სამთავროს მიუერთა.დევნილმა აშოტმა კლარჯეთში გადასვლის დროს თან ორი მცირეწლოვანი შვილი – ადარნასე და ბაგრატი,მეუღლე,დედა და მხედრები გაიყოლა.როდესაც მათ ჯავახეთს მიაღწიეს,ფარავნის ტბასთან შეისვენეს,მაგრამ აქ არაბთა მდევარი ჯარი წამოეწიათ,თუმცა აშოტისა და მისი რაზმის საოცარმა თავდადებამ არაბების დამარცხება შესძლო.დევნილებმა საბოლოოდ მიაღწიეს კლარჯეთამდე და იქ დასახლდნენ.ეს მხარე იმჟამად არაბებს მოოხრებული ჰქონდათ.ამიტომ მოსახლეობის რაოდენობაც მცირე იყო,ხოლო ქალაქები და სოფლები კი იავარქმნილი დამპყრობთა მიერ.

აშოტმა რეზიდენციად არტანუჯის ციხე აირჩია,რომელიც თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა კლდეზე ააგო.აშოტმა ციხე შეაკეთა,მის ქვემოთ ქალაქი გააშენა,ხოლო ციხის ტერიტორიაზე წმინდა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს სახელობის ეკლესია ააგო.ამრიგად დამკვიდრდა აშოტი არტანუჯში,სადაც მესამე ვაჟი – გუარამი შეეძინა.კლარჯეთიდან დაიწყო აშოტმა ახალი სამეფოს მშენებლობა.თავდაპირველად ციხე-ქალაქების აღდგენას სეუდგა.აღმშენებლობით საქმიანობაში გვერდით დაუდგა უიდესი ქართველი სასულიერო მოღვაწე,მწერალი და ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი – გრიგოლ ხანძთელი (759-861 წლები).გრიგოლი ამ მხარეში ჯერ კიდევ აშოტის მოსვლამდე იყო დამკვიდრებული და ხანძთის ეკლესიაც აგებული ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) აშოტისა და მასთან მყოფი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის შეწევნით,დახმარებით კლარჯეთში დიდი სამონასტრო მშენებლობა გაჩაღდა,რომელსაც სათავეში გრიგილ ხანძთელი ჩაუდგა.

აშოტ კურაპალატმა ტავისი ხელისუფლება მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე განავრცო.მისი სამთავროს ფარგლებში შედიოდა: შავშეთი,კლარჯეთი,ნიგალი,აჭარა,ტაო,სპერი,ჯავახეთი და არტაანი.ამის შემდგომ საქართველოს პოლიტიკურმა ცენტრმა სამხრეთით გადაინაცვლა.ქართლის მოსახლეობამაც კურაპალატის სამთავროს მიაშურა,რადგან იქ შედარებით უკეთესი პირობები შეიქმნა საცხოვრებლად.ახალ აშენებულ ეკლესია-მონასტრებში კი დიდი საგანმანათლებლო მუშაობა გაისალა და უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრადაც იქცა.ამავე პერიოდში არაბთა სამეფოში კვლავ შინაომები ატყდა და ვითარებაც შესაბამისად აშოტის სასარგებლოდ შეიცვალა.მან გადაწყვიტა თავისი ძველი სამფლობელოს დაბრუნება და დასახმარებლად აფხაზთა მეფეს თეოდოსს მიმართა.თეოდოსმა აშოტს მხარი დაუჭირა და ორივეს გაერთიანებული ლაშქარი ქართლისკენ დაიძრა.ქსანთან მათ წინ აღუდგა კახეთის მთავარი გრიგოლი და თბილისის ამირა,რომელთაც ზურგს უმაგრებდნენ მთიელები და წანარები (ძველი ქართული ტომი).გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა,რომელიც აშოტის გამარჯვებით დასრულდა.კახეთის მთავარმა გრიოლმა კი გაქცევით უშველა თავს.აშოტმა დაიბრუნა ის მიწები,რომელიც გრიგოლს ჰქონდა მიტაცებული,ასევე დაიბრუნა ქართლის ნაწილი და ტაო-კლარჯეთის სამთავრო ქსანამდე განავრცო.

გაგულისებული არაბები კვლავ შემოესიენ ქართლს სარდალ – ხალილ აბნ-იაზიდის მეთაურობით.კვლავ გაიმართა ბრძოლა,თუმცა ამ ბრძოლაში აშოტი დამარცხდა და იგი ნიგალის ხევისკენ გაემართა,რათა ახალი ლაშქარი შეეკრიბა არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად.აქ კი იჩინა თავი “ძველმა სენმა” ღალატმა და აშოტი იძულებული გახდა თავი ეკლესიისათვის შეეფარებინა.მოღალატეები მას კვალსი ჩაუდგნენ,ეკლესიაში შეჰყვნენ და ზედ საკურთხეველტან განგმირეს მახვილით 826 წლის 26 იანვარს.მემატიანე  წერს: “დაკლეს იგი მუნ,ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დანთხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს”.ასე გაწირეს უღმერთო მოღალატეებმა საქართველოსთვის თავდადებული,მისი მთლიანობისათვის,მისი კეთილდღეობისათვის,ქრისტიანობისათვის მებრძოლი გულანთებული მამულიშვილი.

როდესაც აშოტის მომხრეებმა ეს ამბავი გაიგეს,მკვლელებს დაედევნენ,ჭოროხთან დაეწივნენ და ერთიანად მუსრი გაავლეს… (ავტორი გენია.ჯი) აშოტის ნეშთი არტანუჯში გადაასვენეს და მის მიერვე აგებულ ეკლესიაში დაკრძალეს.გრიგოლ ხანძთელმა მეფის საფლავზე სიტყვა წარმოთქვა და ასე დაიტირა იგი:

“ჰოი,მეფეო,ჩემო ძლიერო და დიდებულო,სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო,სადაით-მე მოგელოდი,აღმოსავლეთით თუ დასავლეთით,ჩრდილოეთით თუ სამხრეთით,რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ რომელიცა ბრძოლით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდი,საკვირველი ესე დიდებული ღმრთის მსახური ხელმწიფეი”.

აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის სამთავროს,რომელსაც შემდგომ “ქართველთა სამეფო” ეწოდა.მისმა სთამომავლებმა კი “ქართველთა სამეფოს” გარშემო მთელი საქართველო გააერთიანეს.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აშოტ კურაპალატი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 იანვარი დაადგინა.აშოტ I ბაგრატიონს,მადლიერმა ქართველმა ხალხმა “დიდი” უწოდა და საქართველოს ისტორიაში ღირსეულ მამულიშვილთა შორის ოქროს ასოებით შეიყვანა. (ავტორი გენია.ჯი)

აშოტ I დიდი