“უძველესი ქრისტიანული ეკლესია”
კითხვა იმაზე თუ როდის დაარსდა პირველი ქრისტიანული ეკლესია,დღემდე დავის საგნად არის ქცეული.ახალ აღმოჩენებს რომელსაც არქეოლოგები და მეცნიერები აკეთებენ,თანდათან უფრო გვარწმუნებს იმაში,რომ ქრისტიანული ტაძრები ოფიციალურ ვერსიებთან შედარებით ბევრად ადრინდელ პერიოდებში იქნა დაარსებული.იორდანელმა არქეოლოგებმა იორდანიაში აღმოაჩინეს უძველესი ქრისტიანული ეკლესია,რომელიც მღვიმეში მდებარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტთა მტკიცებით ეკლესია მღვიმეში გაკეთებული უნდა ყოფილიყო ახ.წ.აღ-ით დახლოებით 33-70 წლებში (დღეს ამ ეკლესიას მოიხსენიებენ,როგორც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია).აღსანიშნავია,რომ აღნიშნული გამოქვაბული,სადაც ტაძარი იყო განთავსებული არა მარტო ტაძრის როლს,არამედ საცხოვრებელი სახლის როლსაც ასრულებდა.არქეოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორის – რიჰაბე აბდულ კადერ ჰასანის მტკიცებით,ამ გამოქვაბულში დაახლოებით 70 ადმიანი ცხოვრობდა,რომლებიც გამოქცეულები უნდა ყოფილიყვნენ იერუსალიმიდან.ისინი ემალებოდნენ ქრისტეს მიმდევრების მტრებს და იუდეველთა სინოდს.იმ პერიოდში ცნობილია,რომ ქრისტიანთა დევნა მასობრივ სახის მატარებელი იყო,ამიტომ იძულებული იყვნენ ასეთი ადგილებისათვის შეეფარებინათ თავი,მალულად ელოცათ და აღესრულებინათ ქრისტიანული რელიგიური რიტუალები.ამ ფაქტს ადასტურებს ტაძარში აღმოჩენილი საკურთხეველი (აპსიდი) და ქვის სკამები,რომლებიც საკურთხევლის ირგვლივ იყო განთავსებული.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მღვიმეში არის გაკეთებული წარწერა,სადაც იკითხება: “სამოცდაათი საყვარელი მოსწავლე ღვთის შვილისა”.დედამიწაზე ასეთი დანიშნულების მხოლოდ ერთადერთი გამოქვაბული არსებობს,რომელიც საბერძნეთში მდებარეობს.არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს უამრავი უძველესი შესანიშნავი რელიქვიები: ლითონის ჯვრები,ლამპარი რომელზეც უძველესი გრავიურებია გამოსახული,მონეტები და სხვა ნივთები.აღმოჩენილ იქნა წყლის ავზი,რომლითაც იქ მაცხოვრებელი ადამიანები სარგებლობდნენ,რათა ხშირად არ გასულიყვნენ გამოქვაბულიდან გარეთ,რათა ვინმეს არ დაეფიქსირებინა მათი იქ ყოფნა. (ავტორი გენია.ჯი) ეკლესიასთან ახლოს მდებარეობდა სასაფლაოც.იორდანელი მეცნიერები დარწმუნებული არიან,რომ უფრო ღრმად შესწავლა აღნიშნული ტერიტორიისა და აღმოჩენილი ნივთებისა,ნათელს მოჰფენს პირველი ქრისტიანული რწმენის ადამიანთა დეტალურ ყოფა-ცხოვრებას.აღსანიშნავია,რომ სხვა მეცნიერები არ ჩქარობენ დაეთანხმონ იორდანელი კოლეგების დასკვნებს,იმის თაობაზე რომ ეს მღვიმე უძველესი – ქრისტიანული სიწმინდეა.არაოფიციალური ვერსიით იორდანიაში აღმოჩენილი მღვიმეში განთავსებული ეკლესია უძველეს ქრისტიანულ ეკლესიადაა ცნობილი,თუმცა ოფიციალური ვერსია ისევ ძალაშია,რომლის თანახმადაც პირველი ქრისტიანული ეკლესია აგებულ იქნა ახ.წ.აღ-ით III საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი)