“სუპერმარკეტის” დაარსების ისტორიიდან…
პირველი პრინციპი თვითმომსახურებისა მაღაზიებში,დანერგილ იქნა კალიფორნიაში (ამერიკა) 1912 წელს.მაშინ,როდესაც ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა მაღაზიებმა “ალფა ბეტა ფუდ-მარკეტმა” და “უორდ გროსეტარიამ” (მდებარეობდნენ ოუშენ პარკში),იმის გამო,რომ დაეზოგათ თანხები მომსახურე პერსონალისა,გადაწყვიტეს შეეცვალათ მომსახურების სისტემა მარკეტებში და მომხმარებელს თავად აერჩია ნებისმიერი პროდუქტი,რომლის საფასურსაც მარკეტების თავში განლაგებულ სალროებში გადაიხდიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სულ მალე,ინოვაციური სისტემის დაარსებიდან,კომპანია “ბეი სიტი მერკანტაილ კო”-მ გახსნა რამდენიმე მარკეტი “ჰემპტი დემპტი”,სადაც მომსახურეობა აბსოლუტურად მომხმარებლის თვითმომსახურებაზე იყო აგებული.ოთხი წლის შემდეგ – კლარენს სანდერსმა დააპატენტა ამერიკაში “თვითმომსახყრების მაღაზია”,რომელსაც გააჩნდა აბსოლუტურად ყველა მონაცემი ტიპიური “სუპერმარკეთის” მაგალითისა.ერთდაერთი განსხვავება კი გახლდათ მხოლოდ ფართის ზომები,რადგან აღნიშნული მარკეტები შედარებით მცირე ზომების გახლდათ.ამ მაღაზიას სანდერსმა “პიგლი-უიგლი” უწოდა.აღსანიშნავია,რომ ამ სუპერმარკეტების ქსელი დღემდე ფუნქციონირებს.”კინგ-კუპლენის” სასურსათო მაღაზია ლონგ-აილენდში დაარსებული 1930 წელს შესაძლოა მივიჩნიოთ პრეტენდენტად პირველი სრულყოფილი “სუპერმარკეტისა”,რომელსაც არა მარტო თვითმომსახურება არამედ დიდი და ფართო სავაჭრო დარბაზი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ზემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებს,სუპერმარკეტის ერთადერთი აუცილებელი ატრიბუტი “ურიკა” აკლდათ,რომელიც 1937 წელს გამოიგონა ამერიკელმა სილვენ გოლდმანმა,რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა “ჰემპტი-დემპტი”-ს სუპერმარკეტს.მისი გათვლებით ასეთი ურიკის გამოგონება არა მარტო გაუიოლებდა მომხმარებელს პროდუქტის შეძენა-ტარებას,არამედ უფრო მეტადაც გაიყიდებოდა სუპერმარკეტში განთავსებული პროდუქტები,რადგან მყიდველს აღარ გაუძნელდებოდა პროდუქტების დიდი რაოდენობით შეძენა და მისი ურიკით ტარება ბევრად უფრო დიდ კომფორტს შეუქმნიდა მომხმარებელს.1937 წლის 4 ივნისს,მოეწყო პირველი “სუპერმარკეტის ურიკის” საჯარო ჩვენება,რისთვისაც გოლდმენმა დაიქირავა სპეციალურად ადამიანები,რათა რეკლამა გაეწიათ აღნიშნული “ინოვაციური გამოგონებისათვის”.სილვენ გოლდენის გამოგონებამ და გათვლებმა მართლაც ფურორი მოახდინა სუპერმარკეტების ქსელის პოპულარიზაციაში და აღნიშნული გამოგონება დღესაც ფართოდ გამოიყენება ასეთ დაწესებულებებში.გოლდმანის მიერ გამოგონებული “სუპერმარკეტის ურიკების” გარეშე ალბათ დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სუპერმარკეტის ფუნქციონირება. (ავტორი გენია.ჯი)
სილვენ გოლდმანი