ლეონარდ ჯეიმზ კალაგენის ბიოგრაფიიდან…

დიდი ბრიტანეთის რიგით 71-ე პრემიერ-მინისტრი (1976-1979 წლებში) და ლეიბორისტური პარტიის ყოფილი ლიდერი - ლეონარდ ჯეიმზ კალაგენი (1912-2005 წლები),რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ბარონი კალაგენ კარდიფელი”,მომხრე გახლდათ დიდი ბრიტანეთი ეხილა “ევროპული ეკონომიკური გაერთიანების”,იგივე EEC-ის სრულფასოვან წევრად (საერთაშორისო ორგანიზაცია 1957-1993 წლებში,რომელსაც მიზნად დასახული ჰქონდა ეკონომიკური ინტეგრაცია და შექმნა “საერთო ბაზრისა”,რომელშიც ჩართული იყვნენ გერმანია,საფრანგეთი,ბელგია,ნიდერლანდები,იტალია და ლუქსემბურგი).თავის მხრივ EEC-ი გახლდათ წინამორბედი ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანებისა,რომელმაც სათავე აიღო 1993 წლის 1 ნოემბერს და ფუნქციონირებს დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი სურვილისა,ჯეიმზმა ვერ შეძლო განეხორციელებინა ეს იდეა.1979 წლის არჩევნების წინა პერიოდში (სადაც ჯეიმზ კალაგენისა და ზოგადად ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მოწინააღმდეგე გახლდათ ოპოზიციური კონსერვატიული პარტია – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის ხელმძღვანელობით),დიდ ბრიტანეთს სტუმრობდა სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი კუან იუ. (ავტორი გენია.ჯი) სადილზე,რომელსაც ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის უამრავი წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი,სინგაპურის პრემიერმა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის შესახებ თავისი აზრის დაფიქსირება სთხოვა ჯიმ კალაგენს,რომელმაც საკმაოდ ორიგინალურად მოკლე პასუხით დააფიქსირა საკუთარი აზრი მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის შესახებ:

“იგი ერთადერთი მამაკაცია ოპოზიციაში”.

1979 წლის მაისის არჩევნებში მარცხის შემდეგ ჯეიმზმა დატოვა პრემიერის თანამდებოდა,ხოლო 1980 წელს კი დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიც.75 წლის ასაკში ლეონარდ ჯეიმზ კალაგენს მიენიჭა “კარდიფის ბარონის” ტიტული და იგი არჩეულ იქნა ლორდთა პალატაში.მას მოიხსენიებდნენ,როგორც “დიდი ჯიმი”,რადგან დიდი ბრიტანეთის ისტორიაში,ყველაზე მაღალი სიმაღლის მქონე პრემიერ-მინისტრი გახლდათ.ასევე ყველაზე ხანგრძლივად იცოცხლა სხვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის.იგი გარდაიცვალა 2005 წლის 26 მარტს,93 წლის ასაკში. (ავტორი გენია.ჯი)