ჯორდან რომერო – “მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა-რეკორდსმენი ალპინისტი”
ჯორდან რომერო - დაიბადა 1996 წლის 12 ივლისს,კალიფორნიის შტატში,დიდი დათვის ტბის სიახლოვეს (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენს მსოფლიოში სახელგანთქმულ ამერიკელ ალპინისტს,რომელმაც ალპინიზმის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მყოფმა დალაშქრა,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი და გარდა ამისა,მსოფლიოს სხვა ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი.“დედამიწის ქუდის” სახელით ცნობილი ევერესტის დალაშქვრა,რომერომ განახორციელა 2010 წლის 22 მაისს,მაშინ როდესაც მისი ასაკი,მწვერვალზე ასვლისას 13 წელი,10 თვე და 10 დღე იყო.აღნიშნული ფაქტი მან საკუთარ მამასთან – პოლ რომეროსთან ერთად განახორციელა.წინა რეკორდი ევერესტის დალაშქვრისა 15 წლის ნეპალელ – მინ კიპას ეკუთვნოდა,რომელმაც 2003 წელს,15 წლის ასაკში დალაშქრა იგი.(ავტორი გენია.ჯი).
როგორც თავად რომერო ამბობს,მას მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრის იდეა,მისსავე სკოლის კორიდორში განთავსებულმა სურათმა შთაუნერგა,სადაც შვიდივე კონტინენტის უმაღლესი მწვერვალები იყო გამოსახული.ამ პერიოდიდან ალპინიზმი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.2011 წლის დეკემბერში,დაიპყრო ანტარქტიდის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი – ვინსონის პიკი (ზღვის დონიდან 4892 მეტრი),რითაც საბოლოოდ “დაამხო” წინა რეკორდსმენის – ჯორჯ ატკინსონის რეკორდი,რომელმაც შვიდივე კონტინენტის უმაღლესი მწვერვალები 15 წლის,5 თვისა და 12 დღის ასაკში დაიპყრო.გარდა ზემოთ აღნიშნული სიმაღლეებისა,მანამდე რომერომ დაიპყრო: აკონგაგუა ( 6992 მეტრი – სამხრეთ ამერიკა); მაკ-კინლი (6194 მეტრი – ჩრდილოეთ ამერიკა); კილიმანჯარო (5895 მეტრი – აფრიკა) და ორი სადავო სიმაღლე ავსტრალიისა და ოკეანიის – კოსტიუშკოს პიკი (2228 მეტრი – ავსტრალია) და კარსტენზსის პირამიდა (4484 მეტრი – ინდონეზია).
დღესდღეობით მსოფლიო რეკორდსმენი ალპინისტი – ჯორდან რომერო,კვლავ მშობლიურ კალიფორნიაში ცხოვრობს და აცხადებს,რომ ბედნიერი იქნება,თუკი რომელიმე მასზე მცირეწლოვანი ბავშვი “დაამხობს” მის რეკორდს.(ავტორი გენია.ჯი)