ანტონ დომინიკ ფერნკორნი
ანტონ დომინიკ ფერნკორნი - დაიბადა 1813 წლის 17 მარტს ერფურტში (ტიურინგის ადმინისტრაციული ცენტრი – ფედერალური მიწები გერმანიისა,რომლესაც მოიხსენიებენ,როგორც “გერმანიის მწვანე გული”).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ავსტრიელი მოქანდაკე და ხელოვანი,რომელმაც სწავლა მიუნხენში ლუდვიგ მიხაელ შვანტალერთან დაიწყო.1840 წელს მიემგზავრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,სადაც მონაწილეობას იღებს ადგილობრივთა საპროტესტო განწყობებში ნეო-კლასიციზმის წინააღმდეგ.იგი უბრუნდება ბაროკოს პერიოდის ხელოვნებას და გამოსახავს კიდეც ერჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელის ცხენოსან ქანდაკებაშიც,რომელიც ანტონმა შექმნა 1859 წელს. (ავტორი გენია.ჯი) კარლ ლუდვიგ ავსტრიელი გახლდათ ის ავსტრიელი ფელდმარშალი,რომელმაც მიუხედავად იმისა,რომ ეპილეფსიით იყო დაავადებული,უდიდეს წარმატებას მიაღწია,როდესაც დაამარცხა მსოფლიოს საუკეთესო მხედართმთავრის ნაპოლეონ ბონაპარდის არმია ასპრენ-ესლინგის ბრძოლაში 1809 წლის 22 მაისს.აღსანიშნავია,რომ ამ ქანდაკებამ დიდი მოწონება დაიმსახურა,როგორც ხელოვნების შესანიშნავმა ქმნილებამ.1865 წლისდან ანტონს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა,რამაც მის ხელოვნებაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია და ანტონი წყვეტს შემოქმედებით მოღვაწეობას.მანამდე კი ხელოვანმა შექმნა ბიუსტი ავსტრიის იმპერატორისა და ბოჰემიის მეფის ფრანც იოზეფ I-ის (1830-1916 წლები) ბიუსტი.ამ ქმნილებასაც ხელოვანთა მხრიდან დიდი მოწონება ხვდა წილად.ანტონი ქმნიდა ასევე სკულპტურულ ქანდაკებესაც.მას დიდ პატივს ცემდნენ ვენის ხელოვნათა და საერთოდ ავსტრიელ ხელოვანთა შორის.ანტონ დომინიკ ფერნკორნი გარდაიცვალა 1878 წლის 16 ნოემბერს ვენაში,სადაც დაკრძალეს კიდეც.მისი საფლავის მონუმენტი კი შექმნა ცნობილმა მოქანდაკემ ჯოზეფ ბაიერმა. (ავტორი გენია.ჯი)