“ტროგლოდიტი”

“ტროგლოდიტი” - ძველბერძნულ ენაზე აღნიშნავს “გამოქვაბულში მაცხოვრებელს”.იგი გახლავთ ანთროპოლოგიური ტერმინი,რომლითაც მოიხსენიებენ იმ პირველყოფილ ადამიანებს,რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.ასევე ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ადამიანების მიმართ,რომლებიც განეკუთვნებიან კულტურის არმქონე,ან ველურ ადამიანთა ჯგუფს.შესაძლოა აღნიშნული ტერმინიტ მოხსენიებულ იქნა “ბნელეთის მოციქულები”. (ავტორი გენია.ჯი) ტროგლოდიტის კონცეფცია  მომდინარეობს,ცნობილი შვედი ბუნებისმეტყველის,ექიმის და მცენარეთა და ცხოველთა ერთიანი სისტემის კლასიფიკაციის ფუძემდებლის – კარლ ლინეისგან (1707-1778 წლები).მან “ტროგლოდიტების” შესახებ ცნობები მოიპოვა უძველესი ავტორებისა და მოგზაურების წყაროებიდან.”ტროგლოდიტები” ძველი ავტორების მიერ არაერთ სატირებში ყოფილან მოხსენიებული.ევოლუციის შედეგად ისინი ჩამოყალიბდნენ ადამიანთა უძველეს წინაპრებად,რომლებმაც იცხოვრეს ათასწლეულების მანძილზე დედამიწის სხვადასხვა ადგილებში.მიუხედავად იმ ლეგენდებისა,რომ ისინი კვლავ არსებობენ (მაგალითად “თოვლის კაცი”),ოფიციალურად დადასტურებული მათი არსებობა დაუდგენელია.რადგან ისინი აღარ არსებობენ,გადატანითი მნიშვნელობით “ტროგლოდიტებს” უწოდებენ ისეთ ხალხს,რომლებიც სხვადასხვა გამოქვაბულებში ცხოვრობენ,მაგალითად: კაპადოკიის დასახლებული გამოქვაბულები,იტალიური ქალაქის მატერას მაცხოვრებლების ნაწილს (რომელიც ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდანაა ცნობილი) და სხვა.მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა,”ტროგლოდიტების” კლასიფიკაციამ ვერ ჰპოვა ფართოდ გავრცელება სამეცნიერო წრეებში. (ავტორი გენია.ჯი)