“საღი აზრის შოტლანდიური სკოლა”
„საღი აზრის შოტლანდიური სკოლა” - წარმოადგენდა XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში დაარსებულ ფილოსოფიურ სკოლას შოტლანდიაში.იგი გამოირჩეოდა კრიტიკული რეაქციით,ისეთი ინგლისელი ფილოსოფოსების მსოფლმხედველობის საწინააღმდეგოდ,როგორებიც იყვნენ – ჯონ ლოკი,ჯორჯ ბერკლი,დევიდ იუმი და სხვები.სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად მიჩნეული გახლდათ დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და ცნობილი თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით დევიდ იუმის ფილოსოფიურ ხედვებზე – თომას რიდი (1710-1796 წლები). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ თომას რიდი იყო დამაარსებელი “საღი აზრის შოტლანდიური სკოლისა”.ასევე,სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ – ჯეიმს ბიტი და დუგალდ სტიუარტი.”საღი აზრის შოტლანდიურმა სკოლამ” გავლენა იქონია არა მარტო შოტლანდიურ,არამედ ევროპელ და ამერიკელ “მოაზროვნეებზეც”.მაგალითად ისეთ ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსზე და პრაგმატიზმზე,როგორიც გახლდათ – ჩარლზ სანდერს პირსი (1839-1914 წლები).”საღი აზრის” განმარტება მომდინარეობს,როგორც წინააღმდეგობრივი არგუმენტი “ფილოსოფიური სკეპტიციზმისა”,რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ინგლისელი ფილოსოფოსების,ერთგვარი ფილოსოფიური ხედვა გახლდათ.”საღი აზრის შოტლანდიური სკოლის” ფუნქცია,არა იმდენად ახალი ფილოსოფიური ხედვების ჩამოსაყალიბებლად შექმნაში მდგომარეობდა,რამდენადაც იმ დროინდელი ფილოსოფიური სისტემის კრიტიკული განწყობის დასაფიქსირებლად,რამაც შემდგომ,ფართო გავრცელება ჰპოვა მრავალი ფილოსოფოსის ხედვებში. (ავტორი გენია.ჯი)