„ესკაპიზმი”

„ესკაპიზმი” - ინგლისურიდან თარგანით აღნიშნავს „გაქცევას, შველას”. იგი გახლავთ ადამიანის ინდივიდუალისტურ-შემრიგებლური მისწრაფება, გაექცეს პირქუშ რეალობას ილუზიების სამყაროში.სიტყვა-სიტყვით კი გამოხატავს – ადამიანის წასვლას რეალობიდან გამოგონილ სამყაროში.ასეთი მოქმედება ადამიანში შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა,რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს ფსიქოლოგიური ტრამვით,ან გადატვირთული სამუშაო გრაფიკით.ამიტომ იგი ხშირად წარმოიქმნება თვითრეფლექზაციის კრიზისულ სიტუაციებში.”ესკაპიზმი” ადამიანში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენებმა,როგორებიცაა – ხელოვნება,კარიერა,სპორტი და სხვა აქტიური მოქმედებები.ამ დროს ადამიანი ცდილობს გაექცეს რეალობას ისეთ ადგილებში,სადაც შედარებით სიმშვიდეა (სოფელი,ძნელადმისაღწევი რეგიონები და სხვა ადგილები).ფაქტიურად ამ მოქმედებით ადამიანი,თავის თავს სრულ იზოლაციაში იქცევს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ “ესკაპიზმი” არ ითვლება სამედიცინო დაავადებად და არც ერთ სამედიცინო წიგნში იგი შეტანილი არ გახლავთ.ასეთი სიმპტომები გააჩნდა ისეთ ცნობილ ისტორიულ პიროვნებას,როგორიც გახლდათ ბავარიის მეფე – ლუდვიგ II ბავარიელი (1845-18886 წლები).”ესკაპიზმი” შესაძლოა იყოს აქტიური ფორმით ან პასიური ფორმითაც წარმოდგენილი.ცნობილი ინგლისელი მწერალი და ფილოლოგი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი (1892-1973 წლები),თავის ნაშრომებში “ესკაპიზმს” მოიხსენიებს,როგორც “მეორად სამყაროს”,სადაც ადამიანები ცდილობენ გაქცეული რეალობიდან,ილუზიურ სამყაროში გადასვლას. (ავტორი გენია.ჯი)