“გენკო-სიაკუსო”

“გენკო-სიაკუსო” - დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი იაპონური ბუდისტური ქრონიკებია.იგი დაწერილ იქნა იაპონური ბუდიზმის “პატრიარქის” – კოკან სერენის (1278-1346 წლები) მიერ,რომელიც თავის მხრივ რინძეი-ძეენის (ერთ-ერთი უდიდესი აღმოსავლეთ-აზიური ბუდისტური სკოლა) ტრადიციების მატარებელი გახლდათ.ქრონიკები კოკანმა ქალაქ ნარაში მდებარე ბუდისტურ მონასტერში “ტოკუფუძიში” დაწერა.შედგება 30 ტომისაგან და მის სრულყოფას კოკანი,გენკოს მმართველობის პერიოდში მორჩა.საიმპერატორო სასახლის კარზე “გენკო-სიაკუსო” წარმოდგენილ იქნა 1322 წელს,რაც მის სეხლწოდებაშიც ასახულია. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მთელი ქრონიკები დაწერილ იქნა კლასიკურ ჩინურ ენაზე.იგი გახლავთ ისტორიოგრაფიული სალიტერატურო სკოლის  გოძან-ბუნგაკუს უბრწყინვალესი ძეგლი,რომელიც შეიცავს 400-მდე ბუდისტური რელიგიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ბიოგრაფიებს,რომლებიც დამყარებულია ისტორიულ სხვადასხვა წყაროებზე.”გენკო-სიაკუსო” ასახავს ბუდიზმის უდიდეს როლს იაპონიისათვის და იაპონელთათვის.დღემდე შემორჩენილ ბუდისტურ ქრონიკებს შორის ზემოთ აღნიშნული ქრონიკები უძველესია და მას იაპონელთათვის არა მარტო რელიგიური,არამედ დიდი ისტორიული და კულტურული ღირებულება გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი)