“პროსოფოგრაფია”

“პროსოფოგრაფია” - (შესაძლოა გამოითქვას ასევე,როგორც “პროზოგოგრაფია”),წარმოადგენს სპეციალურ ისტორიულ დისციპლინას,რომელიც შეისწავლის იმ ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიას,რომლებიც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში (მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა),რომელთაც გააჩნდათ საერთო პოლიტიკური,სოციალური,ეთნიკური თუ სხვა მახასიათებლები და ეკავათ სხვადასხვა თანამდებობები. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად – ძველი რომის სენატორები,იულიუს კეისრის მმართველობის ეპოქაში.”პროსოფოგრაფიის” მეთოდი შეისწავლის და ჰქმნის საერთო კოლექტიურ სურათს,ამა თუ იმ ეპოქის ისტორიულ პირთა ჯგუფისა და ადგენს კონკრეტული პირების დაბადების,გარდაცვალების თარიღებს.ასევე ყველა ნიუანს მისი განვლილი ცხოვრებისა,სოციალური წარმომავლობისა და ასე შემდეგ.თავდაპირველად “პროსოფოგრაფიის” ცნება გამოყენებულ იქნა 1573 წელს ანტუან დიუ ვერდეს ნაშრომში – “პროსოფოგრაფია,ანუ აღწერა ცნობილი პიროვნებების პორტრეტებისა,სამყაროს დაარსების დღიდან”.XVI საუკუნის შემდეგ ეს ცნება ფართოდ გავრცელდა ისტორიულ მეცნიერებაში.თანამედროვე ისტორიის მეცნიერებაში კი “პროსოგრაფია” უდიდეს როლს თამაშობს ამ თუ იმ ისტორიული პიროვნების იდენტიფიკაციაში. (ავტორი გენია.ჯი)