მანული
მანული - გახლავთ მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი,კატისებრთა ოჯახისა.მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პალასას კატა”.პირველად იგი აღმოჩენილ იქნა ცნობილი გერმანელი ნატურალისტის – პეტერ სიმონ პალასას (1741-1811 წლები) მიერ XVIII საუკუნეში,კასპიის ზღვის სანაპიროებზე.სინონიმური ლათინური დასახელება გახლავთ “Otocolobos”,რაც მომდინარეობს ბერძნულიდან და აღნიშნავს “მახინჯ ყურს”.მანულის სხეულის ზომები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სახლის კატების ზომებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) მისი სხეულის სიგრძე 52-65 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონით 2 კილოგრამიდან – 5 კილოგრამამდეა.ჩვეულებრივი სახლის კატისაგან იგი განსხვავდება უფრო ჩამჯდარი,მასიური სხეულით.გააჩნია შედარებით მოკლე,თუმცა უფრო ფართო თათები.თავი შედარებით მცირე ზომის აქვს,რომელზეც ასევე მცირე ზომის ყურებია განლაგებული.თვალები ყვითელი ფერისაა,რაც ასევე განასხვავებს მას ჩვეულებრივი კატისაგან.ძირითადად გავრცელებული არიან ცენტრალურ და შუა აზიაში.ბუნებაში – “მანულის” სულ სამი ქვესახეობა არსებობს და ისინი ბინადრობენ ნეპალში,ტიბეტში,ირანში,ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში.საცხოვრებლად ირჩევენ ისეთი კონტინენტალური კლიმატის მქონე ადგილებს,სადაც ძირითადად ტემპერატურა დაბალია.რადგან შემოსილი არიან საკმაოდ დიდი ბეწვით,მათ ცივი კლიმატი არანაირ საფრთხეს არ უქმნის.ბინადრობენ როგორც ნახევრად უდაბურ მთებში,ასევე ქვოვან და კლდოვან მთებშიც.ხშირ შემთხვევებში მათი ნახვა შესაძლებელია 3000 მეტრიდან – 4800 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.ტყიან მასივებში და დაბლობებში ისინი უფრო იშვიათად ჩამოდიან.აქტიურები არიან შედარებით დიდლის საათებში და ნადირობენ ზაზუნებზე,მაჩვებზე,ქვეწარმავლებზე და მელიებზეც კი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი შეფერილობის გამო,საკმაოდ კარგად ინიღბავს თავს ნადირობისას.მაკეობის პერიოდი თებერვლიდან მარტის ჩათვლამდე აქვთ და გრძელდება 60 დღემდე.პატარა კნუტები იბადებიან აპრილიდან მაისის ჩათვილით და ბადებენ 2-დან 6 კნუტამდე.საშუალო ასაკი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა 11-12 წელიწადია.რადგან მანულის სახეობის კატა იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენს,მასზე ნადირობა ან განადგურება ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება.აღსანიშნავია,რომ ამ კატის სახეობის ყოლა ნებისმიერი ზოოპარკისათვის დიდ წარმატებად არის მიჩნეული.მისი გამოსახულება აღბეჭდილია ტაჯიკეთის საფოსტო მარკაზე,ხოლო თურქმენეთმა 1996 წელს გამოუშვა სამახსოვრო ვერცხლის 500 მანათის ღირებულების კუპიურა,რომელზეც “მანული” არის გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი)