კარდინალი
კარდინალი - განეკუთვნება ბეღურასებრთა ოჯახის ულამაზეს ფრინველთა ჯგუფს,რომლებიც გავრცელებული არიან სამხრეთ კანადის,ამერიკისა და მექსიკის ტერიტორიებზე.ასევე აკლიმატიზაცია გაიარეს ჰავაის კუნძულებზე.მათი ზოგიერთი სახეობა ბინადრობს ბრაზილიიდან არგენტინამდე ტერიტორიებზეც.დიდი “კარდინალის” სიგრძე 22 სანტიმეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი) მოყვარულები არიან ტყის მასივების,ბაღების,ბუჩქებისა და ჭარბტენიანი მასივებისა.ბუდეებს ხშირ ხეებსა და ბუჩქებში იკეთებენ,რათა მტაცებლისაგან შეუმჩნეველნი დარჩნენ.გამოირჩევიან ულამაზესი გალობით,მაგალითად: წითელგულოვანი,ვირჯინიული,ნაცრისფერი და სხვა “კარდიანლის” სახეობები. (ავტორი გენია.ჯი) მათი გალობა ძალიან ჩამოჰგავს ბულბულის გალობასაც კი.ამის გამო მათ ვირჯინიულ სახეობას – “ვირჯინიულ ბულბულადაც” მოიხსენიებენ.ცხოვრობენ საკმაოდ დიდ ხანს და მრავლდებიან ძალიან სწარაფადაც.შესაძლოა ერთ სეზონზე “კარდინალების” ოჯახმა ოთხი თაობის ბარტყებიც კი გამოიყვანონ.XVIII საუკუნიდან “კარდინალი”-ს სახეობის ფრინველების შემოყვანა დაიწყეს ევროპაშიც და აქვე უწოდეს მას “ვირჯინიული ბულბული”.მის ხმას ხშირ შემთხვევაში ფლეიტის ხმას ადარებენ.დღესდღეობით “კარდინალი”-ს სახეობის ფრინველი ფართოდაა გავრცელებული ამერიკის ორივე კონტინენტზე და მისი ულამაზესი გალობისა და მშვენიერი სილამაზის გამო არაერთ ოჯახში აქვთ ბინა დადებული,ისევე როგორც სხვა ანალოგიური მაჩვენებლების მქონე ფრინველებს. (ავტორი გენია.ჯი)