ქრისიპე
ქრისიპე - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 281 ან 278 წლებში,სოლში (ძველბერძნული ქალაქი კილიკიაში,მცირე აზია) ან ტარსში (ზუსტად დადგენილი არ გახლავთ).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი,რომელმაც სწავლება მიიღო ასევე დიდი ძველბერძენი ფილოსოფოს-სტოიკოსის – კლეანფესაგან (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე).აღსანიშნავია,რომ ქსირიპეს დღემდე მიიჩნევენ სტოიკური სკოლის მეორე დამფუძნებლად,რომელიც თავად ხელმძღვანელობდა ამ ფილოსოფიური მიმართულების სკოლას. (ავტორი გენია.ჯი) მან შექმნა სწავლება,ღვთაებრივი სამყაროს პერიოდული დაცემისა და აღორძინებისა.ქრისიპე ცნობილია უზარმაზარი რაოდენობის ნაშრომებითაც.გვიანდელი ფილოსოფიის ისტორიკოსის – დიოგენე ლაერტის (ახ.წ.აღ-ით II-III საუკუნეები) გადმოცემის მიხედვით,ქრისიპე ავტორი გახლდათ 705 დაწერილი წიგნისა.მიუხედავად ასეთი მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა,არც ერთ მის მიერ დაწერილ წიგნს ჩვენამდე არ მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ შემორჩა ფრაგმენტები ქრისიპეს ხედვებისა,რომელიც ფონ არნიმამ გამოსცა. იგი შეიცავს 1216 ფრაგმენტს,რაც უფრო მეტი რაოდენობაა,ვიდრე ნებისმიერი ადრეული სტოიკი-ფილოსოფოსის ნაშრომთა ერთობლიობა.ქრისიპეს მოსწავლეებად მიიჩნეოდნენ: დიოგენე ბაბილონელი (ძვ.წ.აღ-ით 240-150 წლები) და არისტოკრეონი (ძვ.წ.აღ-ით III-II საუკუნეები).ქრისიპე გახლდათ ის ფილოსოფოსი,რომელიც ისტორიულად ცნობილი ფაქტის მიხედვით,სიცილით გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 208,ან 205 წლებში.ცნობილია,რომ მიზეზი მისი გარდაცვალებისა იყო ის,რომ ქრისიპემ ღვინო დაალევინა საკუთარ ვირს,რის შემდეგაც უყურებდა,თუ როგორ ცდილობდა “მთვრალი” ვირი ლეღვის ჭამას.სწორედ ამ დროს დაეწყო ისტერიული სიცილი,რამაც გამოიწვია “არაკონტროლირებადი შეტევა სიცილისა”.შედეგად კი ქრისიპე ადგილზევე გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)