“უძველესი სიმღერები და მელოდიები კაცობრიობის ისტორიაში”
პრობლემა უძველესი სასიმღერო ტექსტების შესახებ არსებულ ინფორმაციებზე,თუ როგორ გადასცემდა ადამიანთა მოდგმა მის შემდგომ თაობებს “სიმღერებს და მელოდიებს”,მანამ სანამ გაჩნდებოდა ნოტები,გაშიფრულ იქნა სირიელი სწავლულისა და მეცნიერის – ზიად ადშანის მიერ 2010 წელს.მის მიერვე აღმოჩენილ და გაშიფრულ იქნა არა მარტო ერთი ტექსტი სიმღერისა,არამედ რვა უძველესი სასიმღერო ტექსტები.ისინი წარმოადგენდნენ “ლოცვის ჰიმნებს”,დაწერილს თიხის ფირფიტებზე და ნოტების ნაცვლად ასახული იყო სოლისებური ნიშნების მეთოდით. (ავტორი გენია.ჯი) ეს გახლავთ პირველი და უძველესი სამუსიკო ტექსტები,რომლებიც მეცნიერებმა “წერილობითი სახით” აღმოაჩინეს.მათი აღმოჩენა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რაზ-შამრას რაიონში მოხდა 60 წლის წინათ,თუმცა 2010 წლამდე მისი გაშიფვრა ვერ ხერხდებოდა.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ თიხის ფირფიტაზე დატანილი სოლისებრი ნიშნები,უძველესი ხალხის ერთგვარი ნოტები უნდა ყოფილიყო.აღმოჩენილი თიხის ფირფიტები თარიღდება დაახლოებიღ ჩვ.წ.აღ-მდე მე-II ათასწლეულის შუა წლებით. (ავტორი გენია.ჯი) ზიად ადშანი გახლავთ ის მეცნიერი,რომელმაც პირველად არა მარტო გასიფრა სასიმღერო ტექსტები,არამედ შეძლო აღედგინა დედამიწაზე უძველესი მელოდიაც.აღსანიშნავია,რომ ამ უნიკალური ტექსტების აღმოჩენა მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი ქალაქის – უგარიტის ტერიტორიაათან ახლოს 12 კილომეტრის მოშორებით,რომელიც იმ პერიოდში მთელი თავისი ბრწყინვალებით იყო წარმოდგენილი.პირველი ანბანიც კაცობრიობის ისტორიაში,სწორედ უგარიტში იქნა გამოგონებული და შემოღებული.სირიელმა მეცნიერმა ზიად ადშანმა “სასიმღერო ჰიმნების” გაშიფვრაზე და მელოდიურად აწყობაზე 30 წლის მანძილზე იმუშავა და მსოფლიოს გააცნო,უძველესი,პირველი “სასიმღერო მელოდიები”,უძველესივე ნოტების სისტემით. (ავტორი გენია.ჯი)