დოლი პეინ ტოდ მედისონი
დოლი პეინ ტოდ მედისონი - დაიბადა 1768 წლის 2 მაისს ნიუ-გარდენში (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი),ფერმერის ოჯახში.იგი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-4 პრეზიდენტის – ჯეიმზ მედისონის (1751-1836 წლები) მეუღლე.მოზარდობის წლები ფილადელფიაში გაატარა.1790 წელს დაქორწინდა იურისტ ჯონ ტოდზე და შეეძინა ორი ვაჟი – ჯონ პეინი (1792-1852 წლები) და უილიამ ტემპლი (1793 წელი).დოლი პეინს 1793 წლის შემოდგომაზე უბედურება დაატყდა თავს,როდესაც “ყვითელი ცხელების” შედეგად გარდაეცვალა მეუღლე და პატარა ვაჟი უილიამი.ამ ეპტდემიით იმ პერიოდში მთელი ფილადელფია იტანჯებოდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.1794 წლის 17 სექტემბერს იგი ქორწინდება ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე – ჯეომზ მედისონზე,რომელიც მასზე 17 წლით უფროსი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მათ თანაცხოვრებაში საერთო შვილი არ ჰყოლიათ,თუმცა მეუღლეების მთელი ყურადღება ჯონის მიმართ იყო მიპყრობილი.ჯეიმზმა დოლი პეინის ვაჟი საკუთარ შვილად მიიღო და ყველანაირ პირობას უქმნიდა მომავალი ცხოვრების ხელშეწყობისათვის.1801 წელს მედისონების ოჯახი ვაშინგტონში გადადის,რადგან იმ პერიოდში ჯეიმზი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა (1801-1809 წლებში).1812 წლის ომის პერიოდში,მაშინ როდესაც ქალაქი ხელში ჩაიგდო ბრიტანულმა არმიამ,დოლი პეინმა “თეთრი სახლის” ძვირფასეულობა (ვერცხლის ჭურჭელი და სხვა ნივთები),გადასამალად გადაგზავნა მერილენდის ბანკში და ამით გადაარჩინა ისტორიული ღირებულების ნივთები განადგურება-გაძარცვისაგან.ამ ნივთებს შორის იყო თეთრ სახლში განთავსებული ისტორიული პორტრეტი ჯორჯ ვაშინგტონისა (როგორც ცნობილია 1814 წელს “თეთრი სახლი” ინგლისელებმა გადაწვეს,ხოლო 1818 წელს კი იგი კვლავ აღადგინეს).იგი გახლდათ პირველი ლედი თეთრი სახლისა,რომელმაც საკუთარ თავზე აიღო “საყოფაცხოვრებო მოწესრიგება” ამ სახელმწიფო დაწესებულებისა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია ჯეიმზ მედისონი გახლდათ პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან და გაიმარჯვა არჩევნებში,აღსანიშნავია,რომ მან მეორე არჩევნებშიც გაიმარჯვა და საბოლოო ჯამში მაერიკის პრეზიდენტი გახლდათ 1809 წლის 4 მარტიდან – 1817 წლის 4 მარტამდე.დოლი პეინი კი მანამდე ყოფილ პირველი ლედის შორის ყველაზე ხანგრძლივი ვადით იყო თეთრი სახლის “დიასახლისი”.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ იგი იყო ქომაგი ამერიკელი ხალხისა,რის გამოც ამერიკის მოსახლეობა მას დიდ პატივს მიაგებდა და ერთობ პოპულარული იყო მოსახლეობაში.მისი დელიკატურობა და გრაციოზულობა ყოველტვის ყურადღების ცენტრში აყენებდა მას.მისი სიყვარული სიცოცხლის მიმართ დაუშრეტელი გახლდათ და ამას სხვებსაც გადასდებდა ხოლმე.80 წლის ასაკამდე ისე მიაღწია,რომ სერიოზულად არც კი ყოფილა ავად,თუმცა დოლი პეინი 1849 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა,81 წლის ასაკში.მის სახელს კი დღესაც სათნოებითა და სიყვარულით მოიხსენიებს ამერიკელი ხალხი. (ავტორი გენია.ჯი)