არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიიდან…
“სიჭაბუკეში ჭვრეტა სჭარბობს,სიბერეში – განსჯა; პირველი პოეზიის პერიოდია,მეორე – ფილოსოფიისა.პრაქტიკულადაც,ჩვენი მოქმედება სიჭაბუკეში განისაზღვრება იმით,რასაც ვხედავთ და რანაირი შთაბეჭდილებაც გვრჩება იმის შედეგად,სიბერეში კი – მარტოოდენ განსჯით.ნაწილობრივ ეს გამომდინარეობს იქიდან,რომ მხოლოდ სიბერეში გროვდება და ცნებებზე დაიყვანება რეალურ მოვლენათა ის რაოდენობა,რაც საკმარისია საიმისოდ,რომ ამ ცნებებს ავტორიტეტულობა,შინაარსობრივი სისავსე თუ მნიშვნელობა მიანიჭოს და, ამასთანავე,ჩვევის წყალობით,შეარბილოს საგანთა ჭვრეტით გამოწვეული შთაბეჭდილებების სიმძაფრე”. (ავტორი გენია.ჯი)