ჯაკომო ლეოპარდის მოგონებებიდან…
“სიყმაწვილეშივე, როგორც კი მცირეოდენი გამოცდილება შევიძინე, დავრწმუნდი ცხოვრების ამაოებასა და ადამიანთა უგუნურებაში, რომლებიც გამუდმებით ეომებიან ერთმანეთს ფუჭი ფუფუნებისა და უსარგებლო სიმდიდრის გამო; თავსაც იუბედურებენ და სხვებსაც აუბედურებენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახეს უგებენ, სტანჯავენ და აწამებენ ერთი-მეორეს და, ამრიგად, მით უფრო მეტად შორდებიან ბედნიერებას, რაც უფრო ხარბად მიილტვიან მისკენ”. (ავტორი გენია.ჯი)