“კალანოსის აღსასრული”
ერთ-ერთი უდიდესი ძველინდოელი მოზაროვნე და სიბრძნით განთქმული – კალანოსი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),საზეიმოთ დაემშვიდობა ალექსანდრე მაკედონელს და ცხოვრებას,რადგან გადაეწყვიტა ბორკილთაგან დაეხსნა საკუთარი სხეული.მან ბაბილონის ულამაზეს შემოგარენში აღმართა ბორცვი კედარის,კვიპაროსის,მირტის და დაფნის მშრალი და ნელსურნელოვანი ტოტებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო როდესაც მან ჩვეული ვარჯიში – სირბილი დაასრულა,ლერწმის გვირგვინით შემკული კოცონის შუაგულში ჩადგა.მზემ დაანათა კალანოსს და იგი ქვედაემხო.ეს მაკედონელთათვის იმის ნიშანი იყო,რომ ცეცხლი დაენთოთ.ალმოდებული კალანოსი უძრავად იდგა და არც კი შეტოკებულა,ვიდრე სული არ განუტევა.ამით შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა ალექსანდრე დიდმა წარმოსთქვა:
“კალანოსი უფრო ძლიერ მტერს აღუდგა წინ,ვიდრე მე.რადგან თავად ვებრძოდი პოროსს,ტაქსილესა და დარიოს,მაშინ,როდესაც კალანოსი შეებრძოლა – ტანჯვასა და თვით სიკვდილს”. (ავტორი გენია.ჯი)