არისტოტელეს და პლატონის “უთანხმოება”…
როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსებსა და სწავლულებს – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) და პლატონს (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),შორის დიდი უთანხმოება სუფევდა.როგორც ზოგიერთი ძველი წყაროსაგან ვგებულობთ ამის მიზეზი,ის იყო,რომ პლატონს არ მოსწონდა არისტორელეს არც ქცევა და არც შესამოსელი.ფაქტია,რომ არისტოტელე დახვეწილ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს ხმარობდა.ვარცხნილობასაც იკეთებდა და რაც ყველაზე უჩვეულო იყო პლატონისათვის,ატარებდა უამრავ ბეჭედს,რითაც თავს იწონებდა. (ავტორი გენია.ჯი) არისტოტელეს გამომეტყველებიდან,რაღაც ქედმაღლური გამოსჭვიოდა და მრავალმეტყველება თავადვე ამხელდა მის ქცევას.ცხადია,ეს ყველაფერი ეუცხოვებოდა პლატონს.ამის გამო მან არისტოტელე თავისთან,შინაც კი არ შეუშვა და უპირატესობა ქსენოკრატესს,სპევსიპოსს,ამიკლასსა და სხვებს მიანიჭა.პლატონი არისტოტელესაგან განსხვავებით,მათ გამორჩეული პატივით მასპინძლობდა და ესაუბრებოდა.
ერთხელ,როდესაც ქსენოკრატესი სამშობლოში ბრუნდებოდა,პლატონს შეხვდა არისტოტელე.ამ დროს პლატონს გარს შემოერტყა არისტოტელეს მოწაფეების მთელი დასი,რომელთა შორის იმყოფებოდა მნასონ ფოკეელი და ბევრი სხვა.პსევსიპოსი მაშინ ავად გახლდათ და ამის გამო არ შეეძლო პლატონს თან ხლებოდა.ამ პერიოდში პლატონი ოთხმოცი წლის ასაკში იმყოფებოდა და ხანდაზმული ასაკის გამო მეხსიერებაც ღალატობდა.არისტოტელე თავს წაადგა მას მზაკვრული განზრახვით და, თითქოსდა გამოსაცდელად,კითხვები მიაყარა. (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,რომ ეს უსამართლობაც იყო და უგუნურებაც.ამ ამბის გამო,პლატონი გარეთ გასვლას ერიდებოდა და შიგნით,ეზოში თავის მოწაფეებთან ერთად დასეირნობდა.სამი თვის შემდეგ ქსენოკრატესი დაბრუნდა მოგზაურობიდან,რა დროსაც არისტოტელეს გადააწყდა.იგი სეირნობდა იქ,სადაც ოდესღაც პლატონს შეხვდა.როდესაც ქსენოკრატესი გონს მოეგო და მიხვდა,რომ არა პლატონთან,არამედ ქალაქისაკენ მიიწევდა,ერთ-ერთ პერიპატეტიკოსს პლატონის ამბავი გამოჰკითხა,რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “იგი ავად არის.მას შემდეგ,რაც არისტოტელემ აწყენინა,გარეთ აღარ გამოდის და ბაღში თავისთვის ფილოსოფოსობს”. გაიგო თუ არა ეს ამბავი,მაშინვე პლატონთან გაიქცა,რა დროსაც დაინახა,თავისიანებთან მოსაუბრე დიდი ფილოსოფოსი.პლატონს ხომ მრავალი მსმენელი ჰყავდა,მათ შორის ღირშესანიშნავი და ცნობილი ადამიანები?! როდესაც საუბარს მორჩა,ჩვეულებისამებრ იგი ქსენოკრატესს მოეხვია და ეამბორა.მომხდარის შესახებ კი არაფერი უთქვამს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ქსენოკრატესმა ვერ მოითმინა და დიდი სიმკაცრით გაკიცხა სპევსიპოსი,რომელსაც პლატონის სეირნობის დროს,მის გვერდით უნდა ყოფილიყო.გარდა ამისა,ქსენოკრატესი არისტოტელესაც დაუპირისპირდა და მძაფრადაც შეუტია კიდეც.ყოველივე ამის შედეგად კი არისტოტელე სტაგიროსელი გააძევა იმ ადგილიდან,რომელზეც ოდესღაც პლატონი სეირნოდა და ჩვეული სასეირნო ადგილი კვლავ პლატონს დაუბრუნა. (ავტორი გენია.ჯი)