თემისტოკლე – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი და “ათენური დემოკრატიის” ფუძემდებელი – თემისტოკლე (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები),მიუხედავად დიდი წარმატებებისა,ათენელთაგან დიდად შეურაცყოფილი და ერთი პერიოდის განმავლობაში მიტოვებული აღმოჩნდა.ამის გამო მან დატოვა ხელისუფლება.თუმცა ათენელებმა დაგვიანებით,მაგრამ მაინც შეძლეს მისი უდიდესი ღვაწლის დანახვა და შესთავაზეს,კვლავ აეღო ხელში ხელისუფლების სადავეები. (ავტორი გენია.ჯი) შემოთავაზებული წინადადების წინააღმდეგი კი თავად ბრძენი თემისტოკლე აღმოჩნდა,რომელმაც ათენელებს უარი,საჯაროდ ამ სიტყვებით განუცხადა:
” – ვერ მოვიწონებ იმას,ვინც ერთსა და იმავე ჭურჭელს ხან ღამის ქოთნად,ხან კიდევ სასმისად ხმარობს”. (ავტორი გენია.ჯი)