პავსანია კერამეისელის პასუხი – არქელაოსს…
პავსანია კერამეისელი – გახლდათ ის ქალი,რომლის სილამაზესაც მრავალ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად,ეტრფოდა უდიდესი ძველბერძენი ტრაგიკოსი – ევრიპიდე,რომელმაც მის საპატივცემულოდ დრამა – “ქრისიპოსიც” კი დაწერა.თუმცა თავად პავსანია შეყვარებული გახლდათ გამოჩენილ ათენელ ტრაგიკოსზე – აგათონზე (ძვ.წ.აღ-ით 446-400 წლები).ერთხელ პავსანია და აგათონი,სტუმრად ეწვივნენ მაკედონიის მეფეს ძვ.წ.აღ-ით 413-399 წლებში – არქესილაი მაკედონელს,რომელიც ასევე ეტრფოდა ეროსსა და მუზებს. (ავტორი გენია.ჯი) მეფემ,მალევე შეამჩნია,რომ შეყვარებული წყვილი ერთმანეთში ხშირად კამათობდა.ამასთანავე შენიშნა ისიც,რომ პავსანია თითქოს გულგრილი იყო საკუთარი მიჯნურის მიმართ.მაშინ არქელაოსმა პავსანიას ჰკითხა,თუ რატომ ექცეოდა ასეთი სიძულვილით მისადმი ესოდენ სიყვარულით აღგზნებულ კაცს,რაზეც მაკედონიის მეფემ პავსანია კერამეისელისაგან ასეთი პასუხი მიიღო:
“ახლავე მოგახსენებთ,მეფეო.ვისაც დრო არ ენანება და კარგად უნდა გაეცნოს მის ცხოვრებას,აქ ვერაფერს შეიტყობს,მე არც მძულს იგი და არც მეტისმეტად უხეში ვარ და თუ რამე გამიგია პოეტებისგან ან ჩემი გამოცდილება თუ რაიმეს მკარნახობს,შეყვარებულებს შერიგება ერთმანეთში კინკლაობის შემდეგ მოსწონთ.ამიტომაც ვცდილობ,სიამოვნება მივანიჭო აგათონს.მე მას ხშირად ვეჩხუბები,ის კი ბედნიერია,როდესაც მირიგდება.ჩვეულებრივად რომ მოვიქცე,ვერასოდეს მიმიხვდება ჩემს უზომო სიყვარულს მისდამი”. (ავტორი გენია.ჯი)