“ერთი ცნობილი სურათის ისტორია”
ზემოთ განთავსებული სურათი,მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.ოფიციალური მონაცემების თანახმად,იგი არ გახლავთ არც ფალსიფიცირებული და არც რომელიმე კინოფილმიდან აღებული კადრი.ფოტოს სახელად – “კომბატი” უწოდეს და მისი ავტორი გახლავთ,ცნობილი საბჭოთა ფოტოგრაფი და ფოტორეპორტიორი – მაქს ალპერტი (1899-1980 წლები).როგორც მისი მოგონებებიდან ვგებულობთ,აღნიშნული სურათი გადაღებულ იქნა 1942 წლის 12 ივლისს,უკრაინულ სოფელ ხოროშესთან (ლუგანსკის ოლქი) ბრძოლისას და მასზე აღბეჭდილია ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამებრძოლებს,ზეაღმართული ხელით (სადაც უჭირავს T.T-ს სისტემის პისტოლეტი),მოუწოდებს შეტევისაკენ.სურათის გადაღებიდან სულ რამდენიმე წამში,ნაღმის ნამსხვრევებისაგან დაიღუპა ფოტოს მთავარი გმირი.ნამსხვრევმა ასევე დააზიანა ფოტოკამერა,რის გამოც ფოტოგრაფმა გადაღება შეწყვიტა და იფიქრა,რომ გადაღებული ყველა კადრი გაფუჭებული იქნებოდა.თუმცა გაოცება ვერ დამალა მაშინ,როდესაც ფირი გადარჩენილი იყო და ფოტოც იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.მოგვიანებით,დადგენილ იქნა ფოტოს გარდაცვლილი გმირის ვინაობაც და იგი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 220-ე მსროლელთა პოლკის უმცროსი პოლიტხელმძღვანელი (კომისარი) – ალექსეი ერიომენკო (1906-1942 წლები).მიუხედავად იმისა,რომ ფოტოგრაფი კატეგორიულად უარყოდა სურათის ფალსიფიცირებას,ზოგიერთი წყარო მას მაინც “ყალბად” მიიჩნევდა და აცხადებდა,რომ ფოტო გადაღებულ იქნა,ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში.რასაც სურათზე გამოსახული იდეალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ოფიცერიც მოწმობდა.რადგან იმ პერიოდში ასეთი სრულყოფილი ეკიპირებით,ფრონტის წინა ხაზზე მდგომი სამხედრო დანაყოფები ვერ დაიტრაბახებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ისინი თავის არგუმენტებს ამყარებდნენ იმითაც,რომ იმ პერიოდში პოლკის კომისრები (სხვა ოფიცრებთან ერთად) სპეციალურად არ იკეთებდნენ იმ ჯარის სახეობის ემბლემებებს,რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენდნენ.შესაბამისად აღნიშნულ ფოტოს ისინი საბჭოთა ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევდნენ.მიუხედავად ამ ვერსიებისა (რომელიც არ უნდა იყოს სიმართლისაგან შორს),ოფიციალური დოკუმენტების თანახმად მაქს ალპერტის მიერ გადაღებული ფოტო – “კომბატი”,არ არის ფალსიფიკაცია და იგი ერთ-ერთ რეალურ კადრს ასახავს მეორე მსოფლიო ომისა. (ავტორი გენია.ჯი)