ჩარლზ ფინი – “მილიარდერი-მილიარდების გარეშე”
ჩარლზ ფინი - დაიბადა 1931 წლის 23 აპრილს,ნიუ-ჯერსის შტატში (ამერიკა),”დიდი დეპრესიის” სახელით ცნობილ ისტორიულ პერიოდში.იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარი ქველმოქმედებით განთქმულ მილიარდელს,რომელსაც მისი პირადი ბიოგრაფი “მილიარდელს-მილიარდების გარეშე”-ს უწოდებს,რადგან მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი არა საკუთარი კეთილდღეობა,არამედ “ქველმოქმედება” და სხვა ადამიანებზე ზრუნვაა. (ავტორი გენია.ჯი) მან საკუთარი ნიჭითა და შრომით ჩამოაყალიბა ბიზნესი.დააარსა და ორგანიზება გაუკეთა მსოფლიო ქსელს Duti Free shop მაღაზიებისა.მანამდე კი მონაწილეობას იღებდა კორეაში მიმდინარე ომში.ომის დასრულების შემდგომ,იმ ფულით რომელიც კორეის ომის მონაწილე სამხედროებს საკომპენსაციოდ გადასცეს,სწავლა დაიწყო კორნელიუსის სკოლაში.სკოლის დასრულების შემდგომ კი გაემგზავრა საფრანგეთში,რათა თავისი კერძო ბიზნესი წამოეწყო.მისმა ბიზნესმა განსაკუთრებული აყვავება,იაპონიის ეკონომიკური ბუმის დროს დაიწყო.თავისი მაღაზიები გახსნა სხვა უამრავ ქვეყნის გარდა,გახსნა გუამზე და სეიპანზე (საზღვაო კურორტი),სადაც იმისათვის რომ ტურისტები მიეზიდა და ვაჭრობა წარმატებული ყოფილიყო,5 მილიონი ამერიკული დოლარი ჩადო აეროპორტის მშენებლობაში.მისი პიროვნების შესახებ ინფორმაცია მეტად მწირი და ფაქტიურად უცნობიც კი იყო,მანამდე,სანამ 1988 წელს საყოველთაოდ ცნობილმა ჟურნალმა – Forbes მისი სახელი მსოფლიოსათვის ცნობილი არ გახადა.ჩარლზ ფინი,აღნიშნული გამოცემის მიერ – ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა შორის 31-ე ადგილას იქნა დასახელებული.თუმცა პოპულარულმა გამოცემამ დაუშვა ერთი ძალიან დიდი შეცდომა.შეცდომა კი მდგომარეობდა იმაში,რომ მის ანგარიშზე იმ პერიოდში მყოფი თანხების უმეტესობა ჩარლზს უკვე საქველმოქმედო საქმიანობაში ჰქონდა ჩადებული (მის მეირვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში).ძირითადად თანხებს გასცემდა საგამნამნათლებლო,სამედიცინო,მეცნიერების,მოხუცთა თავშესაფრების,მრავალ ქვეყანაში ადამიანთა სამოქალაქო უფლებებისა და სხვა სფეროების აღორძინებისათვის.(ავტორი გენია.ჯი).ისეთი გრანდიოზული ქველმოქმედება,როგორსაც იგი ეწევა,თანამედროვე სამყაროში თითებზე ჩამოსათვლელია.ჩარლზი აცხადებს:
“არ არის საჭირო მდიდარმა ადამიანებმა დაელოდონ სიკვდილს,რათა სიკვდილის წინ გასცენ ქველმოქმედებისათვის საკუთარი კაპიტალი”.
ბილ გეიტსი კი,რომელიც მოხიბლულია მისი ქველმოქმედებით,ჩარლზის შესახებ ამბობს:
“იგი არის დიდებული მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა სიკეთე,ჯერ კიდევ მისივე სიცოცხლის განმავლობაშიო”.
მას გააჩნია ამერიკისა და ირლანდიის მოქალაქეობა.პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა,თუმცა იქორწინა მეორედაც და ჰყავს ორი შვილი.
როგორც ირლანდიელები ამბობენ: “ჩარლზ ფინმა ირლანდიისათვის გაიღო იმდენი,რამდენიც არავის გაუღია ჩვენი ქვეყნისათვის,ჯერ კიდევ წმინდა პატრიკის პერიოდიდანო”.
მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით ჩარლზ ფინი 7,5 მილიარდი დოლარის მფლობელია (საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯული აქვს 6,2 მილიარდი ამერიკული დოლარი),მაინც საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა.გამაოგნებელია ის ფაქტი,რომ მას საკუთარი სახლიც კი არ აქვს,რის გამოც ხშირად ქირაობს სხვადასხვა ბინებს; არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი; მგზავრობს მეტროთი და ვერავინ იტყვის,თუკი არ იცნობს,რომ იგი რაიმეთი განსხვავდება სხვებისაგან მისივე უბრალოებით; დაფრინავს ეკონომ-კლასით და სხვა მრავალ ასეთ მოკრძალებულობას იჩენს საკუთარი პირადი სიამოვნებისათვის.ალბათ,ადამიანი იფიქრებდა,რომ არა მისი საოცარი გულუხვობა სხვათა მიმართ,რაოდენ ძუნწიაო,თუმცა ჩარლზ ფინი გახლავთ ის მილიარდელი,რომელმაც მთელი მისი კაპიტალი სხვათა ბედნიერებას მოახმარა.81 წლის ასაკის მქონე კაცი დღემდე აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.მას არ აინტერესებს არანაირი პირადი გამორჩენა და სახელი.თავის საქმეს “დიდი ადამიანი”,ყველასაგან ჩუმად აკეთებს და ყოველთვის “ჩრდილში” დგომას არჩევს.მისი ცხოვრების მანძილზე,მიუხედავად უდიდესი ინტერესისა,მას მხოლოდ 5 ინტერვიუ აქვს მინაცემი და იქაც,საკუთარ ქველმოქმედებაზე არაფერი უსაუბრია.
ჩარლზ ფინი – ნამდვილად ნათელი მაგალითია,ადამიანის კეთილშობილების და გულუხვობისა.სწორედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო უწოდა მას პირადმა ბიოგრაფმა – “მილიარდელი-მილიარდების გარეშე”. (ავტორი გენია.ჯი).