“ბანზაი-პარაშუტიზმი” – (განსაკუთრებულად საშიში,ექსტრემალური სპორტის სახეობა)
“ბანზაი-პარაშუტიზმი” – წარმოადგენს,იაპონელ ექსტრემალთა მიერ ახლად გამოგონილ,ექსტრემალური სპორტის იმ მეტად საშიშ სახეობას,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ექსტრემალები ასრულებენ,რომელთაც თვით სიკვდილისაც კი არ ეშინათ.როგორც ცნობილია,ჩვეულებრივი პარაშუტიზმი საყოველთაოდ მიღებული სახეობაა.თუმცა,”ბანზაი-პარაშუტიზმი” მისგან კარდინალურად განსხვავებული მოვლენაა.იგი მდგომარეობს შემდეგში: ექსტრემალი,თვითმფრინავის მეშვეობით ადის ძალიან მაღალ სიმაღლეზე,საიდანაც პირველად აგდებს პარაშუტს,ხოლო შემდეგ ხტება თავად. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენა,უდიდესი “ადრენალინის” მატარებელია (რაც ასე იზიდავს ექსტრემალებს),რადგან თუ მან ჰაერში ვერ დაიჭირა პარაშუტი და ტანზე ვერ მოირგო ფრენის პროცესში,აუცილებლად სიკვდილისთვის იქნება განწირული.აღნიშნული ექსტრემალური სპორტი,თავდაპირველად “გინესის რეკორდების” წიგნისათვის იქნა იაპონელთა მიერ გამოგონებული და როდესაც იგი მოხვდა კიდეც “გინესის წიგნში”,მალევე გახდა პოპულარული მრავალ ექსტრემალური სპორტის მოყვარულებში.ცხადია,რომ – “ბანზაი-პარაშუტიზმი” სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე “მოთამაშე” მოვლენაა.მიუხედავად ამისა,რაც დრო გადის იგი კიდევ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო იაპონელ,არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექსტრემალებშიც. (ავტორი გენია.ჯი)