გელონი სირაკუზელი – “ეპიზოდი”
გელონი სირაკუზელი (ძვ.წ.აღ-ით 540-478 წლები) – წარმოადგენდა იმ ცნობილ სირაკუზისა და ჯელას ტირანს,რომელმაც ძვ.წ.არ-ით 480 წელს დაამარცხა კართაგენელები.იგი,როგორც ხელისუფალი,მოწყალე იყო,მაგრამ,როდესაც ამბოხებულებმა მის წინააღმდეგ პირი შეკრეს,სათათბიროში მოუხმო სირაკუზელებს.გელონი იქ შეიარაღებული შევიდა. (ავტორი გენია.ჯი) ჩამოუთვალა მოქალაქეებს ყოველივე,რა სიკეთეც გაეკეთებინა მათთვის,შემდეგ კი შეთქმულების ამბავიც გაუმჟღავნა.უცებ,ყველასათვის მოულოდნელად,გელონმა განიძარცვა მთელი იარაღი,რაც კი ჰქონდა ასხმული და საჯაროდ მიმართა ხალხს:
“აჰა,თქვენ წინაშე ქიტონში,იარაღისაგან განძარცვული წარვდექი და გაძლევთ უფლებას,როგორც გენებოთ,ისე მომექცეთ”.
სირაკუზელები გელონის სულის სიდიადით განცვიფრდნენ.ამის შემდგომ,ამბოხებულები მან დასასჯელად ხალხს მიანდო. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი მისი საოცარი საქციელისაგან მონუსხულმა სირაკუზელებმა გელონის ძეგლი ააგეს,სადაც იგი იარაღისგან განძარცვული,ოდენ ქიტონში გამოწყობილი გამოსახეს.ეს კი იმის მოსაგონრად და ხელისუფალთათვის მარადის ყურადსაღებად,თუ როგორ მოიპოვა გელონმა ხალხის სიყვარული და კეთილგანწყობა. (ავტორი გენია.ჯი)