ტერეს (ტერი) ჩი შენ ტაო
ტერეს (ტერი) ჩი შენ ტაო - დაიბადა 1975 წლის 17 ივლისს,სამხრეთ ავსტრალიის შტატის ყველაზე დიდ ქალაქში ადელაიდაში.იგი წარმოადგენს ჩინური წარმომავლობის მქონე,ერთ-ერთ უდიდეს ავსტრალიელ მათემატიკოსს,რომელიც ძირითადად მუშაობს კერძოწარმოებულიან დიფერენციანულ განტოლებებში,კომბინატორიკაში,ჰარმონიულ ანალიზში,წარმოდგენის თეორიასა და ანალიზურ რიცხვთა თეორიაში.მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა – “გრინისა და ტაოს თეორემა”,ანუ მარტივი რიცხვების არითემატიკული პროგრესია. (ავტორი გენია.ჯი) მშობლები წარმომავლობით ჩინეთიდან გახლავან და ისინი პირველი თაობა არიან ჰონკონგიდან ავსტრალიაში გადასული ემიგრანტებისა.მამა – უილიამ რანდოლფ ტაო,პროფესიით პედიატრია,ხოლო დედა – მათემატიკის პედაგოგი.ტაო ვუნდერკინდი გახლდათ.როგორც მამამისი პრესასთან აცხადებდა,მისი ვაჟი 2 წლის ასაკში ცდილობდა 5 წლის ბავშვისათვის მათემატიკისა და ინგლისური ენის შესწავლას.მალევე (4 წლის ასაკში) ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის ონლაინ-ჟურნალის საშუალებით,დაეუფლა საბაზო მათემატიკურ მეცნიერებას.როდესაც მამამ ჰკითხა თუ საიდან იცოდა ციფრებისა და ასოების ცნობა,ტაომ უპასუხა,რომ მან იგი “სეზამის ქუჩის” სატელევიზიო გადაცემებიდან შეისწავლა.ტაოს ჰყავს,ასევე ორი ინტელექტუალი ძმა,რომლებმაც ავსტრალიის სახელით იასპარეზეს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.ერთი ძმის – ნაიჯელ ტაოს ინტელექტუალური მაჩვენებელი (IQ) – 180-ის ტოლია და მან მონაწილეობა მიიღო Google Wave-ს შექმნაში (ექსპერიმენტალური უნივერსალური საშუალება კომუნიკაციისა).9ავტორი გენია.ჯი) მეორე ძმა – ტრევორ ტაო,ასევე მათემატიკოსია.თავად ტერენს ტაოს ინტელექტუალური მაჩვენებელი (IQ) შეადგენს 230-ს.მან ექსტრაორდინალური მათემატიკის ღრმა ცოდნა 9 წლის ასაკში,საბოლოოდ წარმოადგინა.იგი ერთ-ერთი ბავშვი გახლდათ,იმ ორიდან,რომელმაც 760 ბალი მიიღო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მათემატიკური სექციის მიერ ჩატარებული ტალანტების გამოვლენის დროს.ამ პერიოდში მისი ასაკი 8 წელი გახლდათ.1986,1987 და 1988 წლებში,იგი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადებისა.ამავე ოლიმპიადებზე მან მიიღო ოქროს,ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.14 წლის ასაკში მოპოვებული ოქროს მედლით ტაო ოლიმპიადების ისტორიაში შევიდა,როგორც ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი ამ საპატიო ჯილდოსი.14 წლის ასაკში ჩააბარა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და მალევე იღებს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს.1992 წელს მოიგო ფულბრაიტის ამერიკული პროგრამის გრანტი ასპირანტურაში.1992-1995 წლებში სწავლობდა პრისტონის უნივერსიტეტში,ელიას სტეინის ხელმძღვანელობის ქვეშ.20 წლის ასაკში მიიღო დოქტორის ხარისხი და მალევე მუშაობას იწყებს კალიფორნიის უნივერსიტეტში.მის შესახებ ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა – ჩრლზ ფეფერმანმა განაცხადა: