არისტიპოსის ფილოსოფიიდან…
ცნობილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და კირენაიკული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი – არისტიპოსი (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები),ადამიანებს დაბეჯითებით ურჩევდა,წარსულის გამო დარდს არ მისცემოდნენ და წინასწარ არც მომავლისათვის შეწუხებულიყვნენ.რამეთუ ამგვარი მდგომარეობა,მისი აზრით,სიმშვიდისა და სიმხნევის წინაპირობა გახლდათ.ფილოსოფოსი იმასაც ითხოვდა,რომ ადამიანებს მხოლოდ დღევანდელი დღისთვის ეზრუნათ,უფრო ზუსტად კი დღის იმ მონაკვეთისათვის,როდესაც ან გეგმავენ,ან ხორცს ასხამენ ამა თუ იმ საქმეს. (ავტორი გენია.ჯი) მისივე თქმით,ადამიანი მხოლოდ აწმყოს გამრიგეა და არა წარსულის და მომავლისა.არისტიპოსისვე მოსაზრებით წარსულმა ჩაიარა და არავინ უწყოდა,დადგებოდა თუ არა მომავალი. (ავტორი გენია.ჯი)